მიხეილ სააკაშვილის საქმეს, დღეს, საქალაქო სასამართლო განიხილავს

“ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის საქმეს, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. საუბარია შვიდი ნოემბრის ეპიზოდზე. იგეგმება მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეთა დაკითხვა.
ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველის თქმით, პროცესის მიმდინარეობისას გადაწყდება, იქნება თუ არა რაიმე შუამდგომლობა მათი მხრიდან წარმოდგენილი.
დაესწრება თუ არა სხდომას თავად ბრალდებული, ეს უშუალოდ პროცესის დაწყებამდე გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

ასევე დაგაინტერესებთ

რომ არა პრემიერ-მინისტრ ორბანის ძლიერი ლიდერობა და მისი გაბედული ბრძოლა ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ, უნგრეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი დემოკრატიის, ეროვნული სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვა

პრემიერი – საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციის გზისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით—ჩვენი მემკვიდრეობის,რწმენის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სრული პატივისცემით