მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას საქმის მოსამართლის განცხადებით, მომდევნო სხდომებიდან სასამართლოს დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება

ყოფილი პრეზიდენტის, სა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის განცხადებით, მომდევნო სხდომებიდან დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც კლინიკა “ვივამედიდან” მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებისთვის სიტყვით მიმართვა დაასრულა, დარბაზში მყოფმა დამსწრეებმა კი, სხდომა შეძახილებით – “მონებო”, “გაათავისუფლეთ უდანაშაულო პრეზიდენტი” დატოვეს.
ბადრი კოჭლამაზაშვილმა მხარეებისა და დარბაზში დარჩენილების საყურადღებოდ განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ წესრიგის დაცვის მიზნით, მომდევნო სხდომებზე დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება, ვინაიდან მსგავსი ქცევები სასამართლოს მიმდინარეობას ხელს უშლის.
ამ წუთებში, სასამართლოში ჩვენებას ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აძლევს.
ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.