მიხეილ დაუშვილი – ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, რამდენი მოსამართლეცაა, ჩამოუარო და შეუმოწმო კეთილსინდისიერება – ასეთი მძიმე ჩარევებით, რა სისტემას მივიღებთ, არავინ იცის

[ვეტინგი] არასწორია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ამის მთავარი ლობისტი „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელმაც რამდენიმე თვის წინ “ოცნებასთან” ერთად მხარი დაუჭირა იუსტიციის საბჭოში რამდენიმე ადამიანის დანიშვნას. ამის მერე, მათთან ერთად და მათ ლობირებულ რომელ პროგრამას და რომელ ე.წ რეფორმას შეიძლება მხარი დავუჭიროთ? – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა სასამართლო სისტემაში “ვეტინგის” დანერგვაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, [“ქართულ ოცნებას”] სასამართლო სისტემაში ძირეული რეფორმების გატარება არ უნდა.
“იმ ადამიანებს [“ქართულ ოცნებას”] საერთოდ ძირეული რეფორმები არ უნდათ სასამართლო სისტემაში, თორემ რაღაცების შეცვლის წინააღმდეგები არ არიან. ჩვენი მიდგომა არის ის, რომ სასამართლო სისტემაში, სადაც მთავარი რეფორმებია ჩასატარებელი, ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ამ საბჭოში უნდა მოხდეს გავლენის ჯგუფის ძალაუფლების რეკონსოლიდაცია. ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, რამდენი მოსამართლეცაა, ჩამოუარო და შეუმოწმო კეთილსინდისიერება. უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი მძიმე ჩარევებით, საერთოდ რა რეფორმას გაატარებ და რა სისტემას მიიღებ, არავინ იცის – ხარისხზე გარანტია ვერავის ექნება. საერთოდ, დიდი რისკია, ვინ და როგორ გააკეთებს. იმდენად დიდი რისკები გააჩნია ვეტინგს, რომ ამაში ჩვენ არანაირად არ შევალთ. არასწორია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ამის მთავარი ლობისტი “ნაციონალური მოძრაობაა”, რომელმაც რამდენიმე თვის წინ “ოცნებასთან” ერთად მხარი დაუჭირა იუსტიციის საბჭოში რამდენიმე ადამიანის დანიშვნას. ამის მერე, მათთან ერთად და მათ ლობირებულ რომელ პროგრამას და რომელ ე.წ რეფორმას შეიძლება მხარი დავუჭიროთ?” – განაცხადა დაუშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსები უკრაინას 430 დრონით და 18 რაკეტით დაესხნენ თავს – რაკეტის ნამსხვრევები აზერბაიჯანის საელჩოს მოხვდა – ევროპას და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ დახმარება და რეალურ გადაწყვეტილებებს ველოდებით

შალვა პაპუაშვილი – კონსულტაციიდან დაბრუნების შემდეგ იმედი გვქონდა, გერმანიის ელჩი თავს შეიკავებდა, მაგრამ რამდენიმე დღე არ გასულა და მასხრად აგვიგდო – გერმანიის საგარეო უწყება ჩამოყალიბდეს, ხიდების გადება სურს თუ ამ ხიდების დაწვა?