მიხეილ დაუშვილი – „ახალს“ დაირქმევენ თუ სხვა რამეს, ჩემთვის ისინი „ნაციონალური მოძრაობაა“ – არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არავითარი ტიპის გაერთიანება და კოალიცია არ გვექნება, მათ შორის, არც გვარამია-მელიასთან

ჩვენთვის „ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი მიმართულებაა [პარტია „ახალი”], – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სა და ს გაერთიანებას.
დაუშვილის თქმით, პარტია „საქართველოსთვის” 2024-ის არჩევნებისთვის არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არავითარი ტიპის გაერთიანებასა და კოალიციას არ აპირებენ, მათ შორის, პარტია „ახალთან”.
„ჩვენთვის „ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი მიმართულებაა [პარტია „ახალი”]. მელიაზე მეუბნებით, რომ ახალია. მელია, რომელიც რამდენიმე წლის წინ პარლამენტზე შტურმის ორგანიზატორი იყო და ერთ-ერთი ძირძველი „ნაცია”. ამიტომ, „ახალს” დაირქმევენ თუ სხვა რამეს, ეს არსებითი არ არის, ჩემთვის ისინი „ნაციონალური მოძრაობაა”. რაც შეეხება თანამშრომლობას, ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიო და უცვლელია, 2024-ის არჩევნების კონტექსტში ჩვენ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არავითარი ტიპის გაერთიანება და კოალიცია საარჩევნო მიზნებისთვის უბრალოდ, არ გვექნება. მათ შორის, რა თქმა უნდა გვარამია-მელიასთან”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
ცნობისთვის, ნიკა მელია და ნიკა გვარამია გაერთიანდნენ. მათი გაერთიანების სახელწოდებაა “ახალი”, ხოლო არჩევნებში მონაწილეობას საარჩევნო ნომერი 4-ით მიიღებენ.