მიხეილ გალუზინი – დასავლეთი არ წყვეტს ძალისხმევას სამხრეთ კავკასიის დესტაბილიზაციისთვის, ამის თვალსაჩინო მაგალითია საქართველო

დასავლეთი არ წყვეტს ძალისხმევას სამხრეთ კავკასიის, კერძოდ, საქართველოს დესტაბილიზაციისთვის, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„დასავლეთი არ წყვეტს ძალისხმევას სამხრეთ კავკასიის დესტაბილიზაციისთვის. ამის თვალსაჩინო მაგალითია საქართველო. -მა და ევროკავშირმა გადაწყვიტეს დემონსტრაციულად დაესაჯათ ქვეყანა, რომელმაც მოულოდნელად “გაბედა” თამაში საკუთარი და არა მათი დაწესებული წესებით“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
მისი თქმით, დასავლეთი თავხედურად ერევა ქვეყნის საშინაო საქმეებში, ცდილობს შეცვალოს ქართველი ხალხისა და მათ მიერ არჩეული ხელისუფლების სუვერენული არჩევანი მშვიდობისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ.
„აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნით თბილისს ავანტიურისკენ უბიძგებენ. მათ სურდათ, ქართველ ხალხს სისხლი დაეღვარა მათთვის უცხო ინტერესებისთვის. ამავდროულად, ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, ამერიკელები და ევროკავშირის წევრები ფარისევლად ასახელებენ თეზისებს მშვიდობის შესახებ“, – განაცხადა გალუზინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”