მიხაილ ფრიდმანი ლუქსემბურგისგან თითქმის 16 მილიარდი დოლარის კომპენსაციას მოითხოვს

საფინანსო კონცერნ “ალფა-ჯგუფის” თანამფლობელმა მიხაილ ფრიდმანმა ლუქსემბურგის ხელისუფლებას მისთვის თითქმის 16 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდაზე მოლაპარაკების დაწყება შესთავაზა.
როგორც გამოცემა “ვედომოსტი” წერს, ფრიდმანი თვლის, რომ ლუქსემბურგის ხელისუფლებამ, ევროკავშირის სანქციების ფარგლებში, უკანონოდ მოახდინა მისი აქტივების კონფისკაცია.
გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ადვოკატებმა ლუქსემბურგის ხელისუფლებას შეტყობინება ჯერ კიდევ თებერვალში გაუგზავნეს, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღიათ.
წყაროების თანახმად, ფრიდმანის მიერ მოთხოვნილი კომპენსაციის ეს ოდენობა სავარაუდოა, რადგან ევროკავშირისა და -ის მიერ სანქცირებული ბიზნესმენი ვერ ქირაობს ექსპერტ-შემფასებლებს ევროკავშირში, ხოლო მის ლუქსემბურგულ კომპანიებს ეკრძალებათ მასთან ფინანსური ინფორმაციის გაზიარება.
ფრიდმანი მიიჩნევს, რომ ლუქსემბურგმა აქტივების გაყინვით დაარღვია, ერთი მხრივ, 1989 წლის ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმება ბელგიასა და ლუქსემბურგს შორის და, მეორე მხრივ, საბჭოთა კავშირთან (და რუსეთთან, როგორც მის მემკვიდრესთან).
შეთანხმების თანახმად, ლუქსემბურგს ექვსი თვე აქვს პასუხის გასაცემად, რის შემდეგაც ფრიდმანს შეუძლია მიმართოს გაეროს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიას ან სტოკჰოლმის არბიტრაჟს.
მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში ევროკავშირის სასამართლომ დააკმაყოფილა სანქცირებული მილიარდერების, „ალფა-ბანკის“ დამფუძნებლების, პიოტრ ავენისა და მიხაილ ფრიდმანის სარჩელი და გაუმართლებლად მიიჩნია მათთვის სანქციების დაწესება.
პიოტრ ავენი და მიხაილ ფრიდმანი, რომლებმაც ში ომის დაწყების შემდეგ დატოვეს, სანქცირებული არიან ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მიერ.

მიუხედავად ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებისა, პიოტრ ავენი და მიხაილ ფრიდმანი მაინც დარჩებიან ევროკავშირის სანქციების სიაში. ბრიუსელი ამტკიცებს, რომ მათ საქმე მოიგეს სანქციების პერიოდისთვის, 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის მარტამდე, მაგრამ მას მერე სანქციების სია შეიცვალა და, იურიდიული თვალსაზრისით, დღეს ახალი სია მოქმედებს. როგორც მიმომხილველები ფიქრობენ, ორი მილიარდერი ევროკავშირის სანქციათა სიაში დარჩება 2024 წლის სექტემბრამდე, როცა სანქციების მოქმედების ვადა კვლავ გაგრძელდება.
ფორუმი