მიხაილ როთი – ძვირფასო კობახიძე, მინდა დაგამშვიდოთ, რომ გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება „უცხოელი აგენტების კანონს“

ძვირფასო პრემიერ-მინისტრო , გერმანიის ელჩმა სწორად მოახდინა ჩვენი კანცლერის ციტირება! მინდა დაგამშვიდოთ, რომ გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება „უცხოელი აგენტების კანონს“, – ასე მიმართავს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ს.
„გთხოვთ გაიწვიოთ კანონპროექტი! სრული სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც დემონსტრირებს ჩვენი ევროპული ღირებულებებისთვის“, – წერს მიხაილ როთი სოციალურ ქსელში.