მიხაილ როთი – თავისუფლებისთვის მებრძოლებს და თავდადებულ ევროპელებს საქართველოში სჭირდებათ სოლიდარობა საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით

ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა იმ პირს, ვინც პასუხისმგებელია ს მანიპულაციასა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაში, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, ქართველ ხალხს სჭირდება სოლიდარობა საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით.
„თავისუფლებისთვის მებრძოლებს და თავდადებულ ევროპელებს საქართველოში სჭირდებათ სოლიდარობა საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით: ევროკავშირის სანქციები ყველა იმ პირის მიმართ, ვინც პასუხისმგებელია არჩევნების მანიპულაციასა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაში. გაყალბებული არჩევნების არაღიარება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა!“ – წერს როთი.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – მნიშვნელოვანი შესაძლებლობა შეიქმნა და „ქართული ოცნების“ რიგ წარმომადგენლებს გაუუქმდებათ ევროკავშირში უვიზოდ შესვლის უფლება, მისი გამოყენება ვვარაუდობ, რომ სწორედ საქართველოს შემთხვევაში მოხდება

მიხეილ სააკაშვილი – გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი – ძნელია არ დაინახო, რომ გარდა რუსული წარმომავლობისა, მას „ქოცებთან“ აერთიანებს უტიფრობა და პათოლოგიური მატყუარობა