მიხაილ როთი – არ არსებობს „ლიბერალური ფაშიზმი“ – არსებობს ივანიშვილის ფაშიზმი, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მშვიდობიანად უნდა დასრულდეს

არსებობს ივანიშვილის ფაშიზმი, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი ს გზით მშვიდობიანად უნდა დასრულდეს, – ასე ეხმაურება გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას „ლიბერალური ფაშიზმის დასრულების“ შესახებ.
როთი პრემიერ-მინისტრ ს მიმართავს, შეწყვიტონ „ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ“.
„საქართველოს არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ცდება. არ არსებობს „ლიბერალური ფაშიზმი“, რომელიც კრემლის წესების შესაბამისად უნდა „მოისპოს“. არსებობს ივანიშვილის ფაშიზმი, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მშვიდობიანად უნდა დასრულდეს. ბატონო კობახიძე, შეწყვიტეთ ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ!“, – წერს მიხაილ როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე.