მიხაილო პოდოლიაკი – შეერთებულმა შტატებმა უნდა გააცნობიეროს პუტინთან მოლაპარაკებების უშედეგობა და გადამწყვეტი ზომები მიიღოს გლობალური ლიდერის როლის შესანარჩუნებლად

შეერთებულმა შტატებმა უნდა გააცნობიეროს პუტინთან მოლაპარაკებების უშედეგობა და გადამწყვეტი ზომები მიიღოს გლობალური ლიდერის როლის შესანარჩუნებლად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა FreeDom-თან ინტერვიუში განაცხადა.
პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ პუტინი ახლა თავის ბუნებრივ მდგომარეობაშია, როდესაც თვლის, რომ მასობრივი მკვლელობისთვის პასუხისმგებლობას არ აიღებს.
„ხაზგასმით ვამბობ, რომ პუტინთან ნებისმიერი მოლაპარაკება უაზროა. პუტინის მიერ იმის განცდის გარეშე, რომ ჩიხშია და უნდა შეშინდეს- ამის გარეშე არაფერი მოხდება. პუტინი თავს უფლებამოსილად მიიჩნევს, გაანადგუროს საერთაშორისო სამართლებრივი მატრიცა, მოკლას ნებისმიერი რაოდენობის ადამიანი და არ აიღოს პასუხისმგებლობა“, – თქვა პოდოლიაკმა.­

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კახიანი – გაუგებარი იყო სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა, როდესაც იგი სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა – განცხადებები, რომ ეს დასჯის მცდელობაა, მოსალოდნელი იყო, სინამდვილეში, ის ხდება, რაც კანონითაა გათვალისწინებული

გრიგოლ გეგელია – გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება რეპრესიების გაგრძელებაა – რაც შეეხება სააკაშვილს, გასაკვირი არაა ერთ-ერთი პოლიტპატიმარი ასევე იყოს ციხეში, როცა ფაქტობრივად ყველა ოპოზიციონერი ლიდერი დაპატიმრებულია