ადასტურებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი მზადდება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი, სავარაუდოდ, შედგება.
„პრეზიდენტი აქტიურად ურთიერთობს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან სხვადასხვა დონეზე, ველოდებით, შესაძლო, სატელეფონო საუბარს -ის პრეზიდენტთან, რადგან ყველა მზადაა აქტიური დიპლომატიური პერიოდისთვის, როდესაც აუცილებელია ომისა და მშვიდობის განხილვა სწორედ დიპლომატიის ინსტრუმენტებით, სადაც აშშ არის გლობალური შუამავალი“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.
მისი თქმით, პრეზიდენტის დღევანდელი შეხვედრები ევროპაში ეძღვნება კითხვას, შესაძლებელია თუ არა რუსეთთან რაიმეზე შეთანხმება.
„ნამდვილად ვერ ვხედავ აქ რაიმე სცენარს იძულებითი ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე და სწორედ ევროპელ პარტნიორებთან ერთად განიხილავს პრეზიდენტი რუსეთზე ზეწოლის სასანქციო ინსტრუმენტებს“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ის ორშაბათს, 19 მაისს, ტელეფონით ჯერ პუტინს, შემდეგ კი ზელენსკის დაელაპარაკება.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია