მიწისქვეშა ბაზრობის მოვაჭრეები „სადგურის მოედანთან“ აქციას მართავენ

მიწისქვეშა ბაზრობის მოვაჭრეები „სადგურის მოედანთან“ აქციას მართავენ და საიჯარო გადასახადს აპროტესტებენ.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, საგადასახადომ გადასახადს უნდა დაუწიოს და მთავრობამ მათზე უნდა იზრუნოს.
„იჯარას ვიხდით კეთილსინდისიერად. იანვარი, თებერვალი, მარტი საერთოდ არაფერი გვივაჭრია, იმიტომ, რომ ზემოთ, ბაზრობაა გაშლილი, ყიდიან და ყიდიან. ამიტომ, გადავწყვიტეთ, აქცია მოგვეწყო. მთავრობამ იზრუნონ ჩვენზე, მოვიდნენ და პასუხი გაგვცენ. ან საგადასახადომ დაუწიოს გადასახადს, თუ არადა ჩვენც გამოვალთ და ასე ვივაჭრებთ“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.
პროტესტის მონაწილეებმა რამდენჯერმე სცადეს გზის გადაკეტვა, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე