მიშიკოს ვურჩევდი “მონანიებას” უყუროს, აბელ არავიძის პერსონაჟთან შეხვედრა, სარკეში ჩახედვასავით იქნება მისთვის

მიშიკოს ვურჩევდი “მონანიებას” უყუროს, აბელ არავიძის პერსონაჟთან შეხვედრა, სარკეში ჩახედვასავით იქნება მისთვის
კულტურისგან სრულად გაუცხოებულმა და უვიცმა სააკაშვილმა, ქვეყნის აღსაწერად მოიხმო ფილმი “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”, სადაც თურმე საგიჟეთი და ავტორიტარი პერსონალი ჩვენ ვართ, ხოლო თვითონ, ინდიელი პერსონაჟია, რომელიც ბოლოს ფსიქიატრიულიდან გარბის, – წერს კინოკრიტიკოსი, ბაჩო ოდიშარია, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, სააკაშვილს კულტურული კოდის, მეტაფორის ან უმარტივესი ზედაპირული დრამატურგიის აღქმა არ აქვს.
ოდიშარია უოფილ პრეიდენტს ურჩევს ჯერ სალითარი ქვეყნოს კლასიკას გაეცნოს და “მონანიებას” უყუროს.
“კულტურისგან სრულად გაუცხოებულმა და უვიცმა სააკაშვილმა, ქვეყნის აღსაწერად მოიხმო ფილმი “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”, სადაც თურმე საგიჟეთი და ავტორიტარი პერსონალი ჩვენ ვართ, ხოლო თვითონ, ინდიელი პერსონაჟია, რომელიც ბოლოს ფსიქიატრიულიდან გარბის. ჯერ ხომ კულტურული კოდის, მეტაფორის ან უმარტივესი ზედაპირული დრამატურგიის აღქმა არ აქვს, პაციენტებს ათავისუფლებსო, ინდივიდუალურ აქტზე ამბობს, მაგრამ, ნუ სუბიქეტისგან, რომელმაც საკუთარი კულტურა და ეროვნება უარყო და უკრაინელი გახდა, ეს რა მოსატანია. მიშიკოს ვურჩევდი “მონანიებას” უყუროს, კინოპარალელები თუ აინტერესებს, აბელ არავიძეს პერსონაჟთან შეხვედრა, სარკეში ჩახედვასავით იქნება მისთვის, გაეშვას მილოშ ფორმანს, საკუთარი ქვეყნის კლასიკას გაეცნოს ჯერ.” – წერს ბაჩო ოდიშარია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა