მიშა ანდღულაძე პროკურატურას მიმართავს და ნიდერლანდებში მასზე მომხდარი თავდასხმის გამო დაზარალებულად ცნობას და დაცვის დანიშვნას მოითხოვს

მსახიობი და იუმორისტი მიშა ანდღულაძე პროკურატურას საჩივრით მიმართავს.
მიშა ანდღულაძე ნიდერლანდებში მასზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ დაზარალებულად ცნობას და დაცვა დანიშვნას მოითხოვს.
„საჩივარში მოვითხოვ, რომ მცნონ დაზარალებულად და დამინიშნონ დაცვა. მე არ მაქვს საშუალება, რომ დაცვით ვიარო. გამოდის, რომ არათუ საკუთარ ქვეყანაში, არამედ საზღვარგარეთაც არ ვარ დაცული. გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას ჰგავს ეს, ყველა თითქოს, მომართულია, რომ მე დამაკლდა და კიდევ მეტი უნდა ყოფილიყო”, – აღნიშნა ანდღულაძემ.
ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ, მსახიობმა და იუმორისტმა, მიშა ანდღულაძემ აღნიშნა, რომ ნიდერლანდებში მასზე თავდასხმა განხორციელდა. როგორც მიშა ანდღულაძემ განმარტა, მასზე მომხდარი თავდასხმა „ძალიან ჰგავდა წინასწარ დაგეგმილ ამბავს“.
„ეს იყო დაგეგმილი თავდასხმა, ათი კაცი ერთზე. თან სხვა რამ მოხდა და სხვა რაღაც დაწერეს პოსტში, თითქოს, (“ქართული ოცნების”) ამომრჩევლებს რუსები ვეძახე, როცა რეალურად, ჩვეულებრივი კომედი საღამო გვქონდა. ძალიან ჰგავს წინასწარ დაგეგმილ ამბავს. მითუმეტეს, ვინც იღებდა ის“,-აღნიშნავდა მიშა ანდღულაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა