მიშა ანდღულაძემ თავდასხმაზე პროკურატურას მიმართა

ჰააგაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, მიშა ანდღულაძემ თბილისის პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. იუმორისტი დაზარალებულად ცნობასა და დაცვის დანიშვნას ითხოვს და ამბობს, რომ ბულინგი და მუქარები სოციალურ ქსელში მისი მისამართით ამ დრომდე გრძელდება:
“ატვირთულ ვიდეოში ჩანს, რომ მე იმიტომ დამესხნენ თავს, რომ თურმე ქართული ოცნების მხარდამჭერებს ვუწოდე რუსები, რაც აბსოლუტური ტყუილია. ეს უკვე ჩემი სიცოცხლის საკითხს ეხება. საჩივარში მოვითხოვთ, რომ მე მცნონ დაზარალებულად და დამინიშნონ დაცვა, იმიტომ, რომ მე არ მაქვს საშუალება დაცვით ვიარო. გამოდის, რომ არათუ საკუთარ ქვეყანაში, საზღვარგარეთაც არ ვარ დაცული. გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას ჰგავს, რომ ყველა თითქოს მომართულია, რომ თურმე დამაკლდა და კიდევ უფრო მეტი უნდა ყოფილიყო. გამოვიდა, რომ კმაყოფილები არ დარჩნენ ადამიანები. შემზადება მიდის, რომ თითქოს უნდა მოხდეს რაღაცა ფატალური და სანამ ფატალური მოხდება იქამდე თუ არ ვუშველეთ, ეს ჯოჯოხეთია. ძალადობაში შეჯიბრის სტატისტიკაში აღმოვჩნდი, როგორც ჩანს. კომედიანტს, რომ ხუმრობის გამო თავს ესხმიან, რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ მაშინ” ამბობს ანდღულაძე. [ტვ პირველი]
მიშა ანდღულაძეზე თავდასხმის ვიდეო სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. იუმორისტს ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში, ქართული რესტორნის წინ, ფიზიკურად იქ მცხოვრები ქართველები გაუსწორდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს – 4 ოქტომბრის მოვლენების ბრალდებულ ორგანიზატორებსა და ანი ნადარეიშვილის აიპი მისამართებს შორის ფიქსირდება 343 ინტერნეტსესია – ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე

გიორგი შარაშიძე – არ გამიკვირდება, რომ ბაჩო ახალაიას წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე რადიკალური ქმედებების სურვილი ჰქონოდა, ასევე, არ გამიკვირდება, რომ ამას „ქართული ოცნება“ სათავისოდ იყენებდეს – ალბათ, ხაზები და კავშირები მიდის ლილუაშვილთან