ევროპა ლიგის ბოლო, მერვე ტურში „ლიონი“ საკუთარ მოედანზე „ლუდოგორეცს“ დაუზავდა – 1:1.
თამაში ლამაზი სანახავი გამოვიდა, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა და მასპინძლებმა შესვენების შემდეგ მოახერხეს დაწინაურება, როდესაც მიქაუტაძის პასით ტოლისომ გაიტანა. თუმცა, მალე ალმეიდამ ანგარიში გაათანაბრა.
მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა – შეფასებები: sofascore 7.2, whoscored 7.0, flashscore 7.0. ქართველის ანგარიშზე ამ სეზონში 27 მატჩში 8 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
„ოლიმპიკმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მეექვსე შეხვედრაში ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება, 15 ქულით მეექვსე ადგილზე და მერვედფინალში გავიდა.
„ლიონი“ მომდევნო
მატჩს 2 თებერვალს ჩაატარებს – ლიგა 1-ის მეოცე ტურში სტუმრად „მარსელს“ დაუპირისპირდება.
ლიონი – ლუდოგორეცი 1:1
გოლები: 1:0 ტოლისო (54), 1:1 ალმეიდა (77)
რას თამაშობს ლიონი დაცვაში ამდენ შეცდომას ვინ გაპატიებს?! შეტევაში უდიდესი პოტენციალი აქვთ და თითქოს ყველა თავისთვის უბერავს, პასი არ იციან განსაკუთრებით შერკიმ, ახალმა მწვრთნელმა იქნებ დაალაგოს ესენი…