მიქაუტაძის მე-14 გოლი – “ლიონი” სტუმრად “სტრასბურგთან” დამარცხდა

ლიგა 1-ის 27-ე ტურში „ლიონი“ გასვლაზე „სტრასბურგთან“ 2:4 დამარცხდა.
მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო და მიქაუტაძის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. შემდეგ გიორგიმ პასი ვერეტუს გაუკეთა, რომლის თავური კარს ასცდა. ნუამას რიკოშეტით გატანილი გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. მეორე ტაიმში თამაშის სურათი შეიცვალა, მასპინძლები აქტიურად გადავიდნენ იერიშებზე, ჯერ ნანასის მეკარე პერიმ არ გაატანინა, ცოტა ხანში კი მისი კარი სანტოსმა და ბაკვამ დალაშქრეს. მალე ტოლისომ ანგარიში შეამცირა, თუმცა მერე „ლიონს“ ემეგამ და ამო-ამეიომ გაუტანეს, კომპენსირებულ დროში ტალიაფიკოს მოპოვებული პენალტი გიორგიმ უზადოდ შეასრულა და
შეხვედრაც დასრულდა.
ქართველის ანგარიშზე ამ სეზონში კლუბში ყველა ტურნირზე 37 მატჩში 14 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: whoscored 7.2, sofascore 7.0, flashscore 7.0.
„ლიონმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ ხუთი გამარჯვების შემდეგ მარცხი განიცადა, ამ მომენტისთვის 45 ქულით მე-6 ადგილზეა და 5 აპრილს „ლილს“ უმასპინძლებს.
სტრასბურგი – ლიონი 4:2
გოლები: 1:0 სანტოსი (50), 2:0 ბაკვა (60), 2:1 ტოლისო (62), 3:1 ემეგა (73), 4:1 ამო-ამეიო (89), 4:2 მიქაუტაძე (90+6, პენ)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში