მიქაუტაძის მეათე გოლი – “ლიონმა” პსჟ-სთან შეხვედრამდე “მონპელიეს” მოუგო [VIDEO]

ლიგა 1-ის ოცდამეორე ტურში „ლიონმა“ გასვლაზე აუტსაიდერი „მონპელიე“ 4:1 დაამარცხა.
სტუმრები დებიუტში გიორგი მიქაუტაძემ დააწინაურა. მასპინძლებმა პირველ ტაიმში ანგარიში გაათანაბრეს. თუმცა, საბოლოოდ „ლიონმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
მიქაუტაძე 70-ე წუთზე ალეკსანდრ ლაკაზეტმა შეცვალა. გიორგის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: whoscored 7.3, flashscore 7.2, sofascore 7.0. ქართველის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 30 მატჩში 10 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
„ლიონმა” ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, ჯერჯერობით 36 ქულით მეხუთე ადგილზეა და 23 თებერვალს პსჟ-ს უმასპინძლებს.
მონპელიე – ლიონი 1:4
გოლები: 0:1 მიქაუტაძე (3), 1:1 კულიბალი (38), 1:2 ნუამა (50), 1:3 ტოლისო (53), 1:4 ლაკაზეტი (73)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში