მიქაუტაძისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

“აიაქსიდან” “მეცში” განათხოვრებულ გიორგი მიქაუტაძეს, დიდი ალბათობით, ამსტერდამული კლუბი ზაფხულში გაყიდის, 23 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში “მონაკო” დაწინაურდა, ამის შესახებ ინფორმაციას Footmercato ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენლები ფრანგულ კლუბთან პირად კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ბოლო რამდენიმე საათში პროგრესს მიაღწიეს.
გამოცემის ინფორმაციით, “აიაქსი” მიქაუტაძის სანაცვლოდ 15-დან 20 მილიონ ევრომდე ითხოვს, დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, “მონაკომ” ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 67 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილავთ.
მიქაუტაძემ “მეცის” მაისურით გამართულ 20 მატჩში 13 გოლის გატანა მოახერხა.