მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა – “ლიონმა” პსჟ-მდე “აინტრახტს” მოუგო [VIDEO]

ევროპა ლიგის მეექვსე ტურში „ლიონმა“ საკუთარ მოედანზე „აინტრახტი“ 3:2 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე 81-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
„ოლიმპიკმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, 13 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო მატჩი 15 დეკემბერს აქვს – ლიგა 1-ის მეთხუთმეტე ტურში პარიზში პსჟ-ს დაუპირისპირდება.
ლიონი – აინტრახტი 3:2
გოლები: 0:1 კნაუფი (18), 1:1 შერკი (27), 2:1 ფოფანა (50), 3:1 ნუამა (54), 3:2 მარმუში (85)