მიქაუტაძე არ ათამაშეს – “აიაქსი” დაისაჯა

ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-16 ტურში „აიაქსმა“ საკუთარ მოედანზე „ზვოლესთან“ გამარჯვება ხელიდან გაუშვა და ფრეს დასჯერდა – 2:2.
“აიაქსი” დიდ უპირატესობას ფლობდა, უამრავი მომენტი ვერ გამოიყენა, ორი გოლი გაუშვა და დაისაჯა. განსაკუთრებით ლამაზი სტუმართა გამოცდილი ფორვარდის ლენარტ ტის მაკრატელათი გატანილი მეორე გოლი გახლდათ.
მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სათადარიგო იყო.
„აიაქსი“ 25 ქულით მეხუთე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 21 დეკემბერს გასვლაზე თასზე „ერკულესთან“ ჩაატარებს.
აიაქსი – ზვოლე 2:2