მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა – “ლიონმა” “ტულუზასთან” ქულები გაიყო

ლიგა 1-ის მეთვრამეტე ტურში „ლიონი“ საკუთარ მოედანზე „ტულუზას“ დაუზავდა – 0:0.
ვინაიდან ალეკსანდრ ლაკაზეტი ტრავმირებული იყო, მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა პიერ საჟმა გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში დააყენა. თამაში ულამაზო გამოვიდა, „ლიონი“ უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ მომენტები ფაქტიურად ვერ შექმნა და მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა.
მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა – შეფასებები: flashscore 6.5, sofascore 6.4, whoscored 5.8.
„ლიონი“ 29 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 23 იანვარს ევროპა ლიგაზე სტამბოლში „ფენერბაჰჩესთან“ გამართავს.
ლიონი – ტულუზა 0:0

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში