მიუხედავად ამ დაზიანებებისა და წინასწარ დადგმული გასვლებისა, პარტია გამოვა კიდევ უფრო გაძლიერებული – ირაკლი ნადირაძე

ორად გაყოფილ “ნაციონალურ მოძრაობას” წევრები ისევ ტოვებენ. მოქმედ მენეჯმენტში კი აცხადებენ, რომ პარტიიდან წასვლით “ნაციონალური მოძრაობა” არ დასუსტდება, მელიას ახალი პლათფორმა კი წარმატებას ვერ მიაღწევს.
„არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მსგავსი პროცესი, თანავარსკვლავედიც რომ გადიოდა, იმ დროინდელი პოლიტიკური, ელიტის რომ იმაზე მეტნი იქნებოდნენ, ვიდრე ს პარტია, მაგრამ როგორ დაასრულეს ეს ყველამ ერთად ვნახეთ, დღეს კვლევებშიც კი არ იძებნებიან ეს ადამიანები. ვნახავთ რა და როგორ იქნება.
ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, ვართ მთავარი ოპოზიციური პარტია, ამიტომ მიუხედავად ამ დაზიანებებისა და ამ წინასწარ დადგმული გასვლებისა, პარტია გამოვა კიდევ უფრო გაძლიერებული,“ – აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე.
ყოფილი თავმჯდომარის თანაგუნდელები კი ისევ ლევან ხაბეიშილს და მოქმედ მენეჯმენტს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მათ პარტიაში არსებული კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავეს.
„არაფორმალური მმართველობა, კლანურობა, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნა – ეს არასდროს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ იდეალი, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ „ნაციონალური მოძრაობა“ და შევიდეთ ახალ პარტიაში, რომელიც უახლოეს პერიოდში დაფუძნდება, რომელსაც უხელმძღვანელებს ,“ – აცხადებს ენმ-ს ყოფილი წევრი დავით ლაგვილავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ალენ ბერსესთან, მე მას კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მტკიცე ერთგულება დემოკრატიის განვითარების მიმართ და ხაზი გავუსვი ევროსაბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების მხარდასაჭერად

მარტო იმაზეა საუბარი, რომ მე მოვიყვან 100 ათას კაცს რუსთაველზე, 200 ათასიც ყოფილა რუსთაველზე და მის გარშემო, მაგრამ, ასე რევოლუცია არ ხდება – მე ვერ მივიღე სარწმუნო ახსნა იმისა, რატომ უნდა დავარქვა რევოლუცია