მიუღებლად მიგვაჩნია მთავრობის გადაწყვეტილება, არ განაგრძოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება 2028 წლამდე – BDO

აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO მთავრობის გადაწყვეტილებას 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესი მიუღებლად მიიჩნევს.
კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თანამშრომლები გმობენ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ.
„მიუღებლად მიგვაჩნია მთავრობის გადაწყვეტილება, არ განაგრძოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება 2028 წლამდე. საქართველოს სვლა ევროპისკენ, რომელიც რეალური გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით გასულ დეკემბერში, არის ქართველი ხალხის ისტორიული ნება, რისთვისაც ის მთელი არსებობის განმავლობაში იბრძვის ევროპასთან ნამდვილი, ორგანული კავშირის უზრუნველსაყოფად, რომელიც გამოხატულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით. ჩვენ მკაცრად ვგმობთ სასტიკ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ.
დაუცველ პირებზე თავდასხმა, მათი დევნა, ცემა და სისასტიკე, კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერ საზოგადოებაში, რომელიც ისწრაფვის დემოკრატიისკენ“, – ნათქვამია BDO-ს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…