მიუღებელი და დისკრიმინაციულია პლანეტის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის – ირაკლი ქადაგიშვილი ლგბტ პროპაგანდაზე

მიუღებელი და დისკრიმინაციულია პლანეტის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის – ლგბტ პროპაგანდაზე
სხვადასხვა შემოვლითი გზით მაინც ხდება ჩვენი საზოგადოებისთვის ისეთი უცხო ტენდენციების შემოტანა, როგორიც გახლავთ მაგალითად ამერიკის სახელმწიფო მდივნის ცნობილი განცხადება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „იმედის კვირასთან“ ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით განაცხადა.
„სხვადასხვა შემოვლითი გზით მაინც ხდება ჩვენი საზოგადოებისთვის ისეთი უცხო ტენდენციების შემოტანა, როგორიც გახლავთ მაგალითად ამერიკის სახელმწიფო მდივნის ცნობილი განცხადება, რომ არ გამოიყენოთ საუბარში „დედა“, „მამა“, ან „ქალიშვილი“, „ვაჟიშვილი“. ეს რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელი და დისკრიმინაციულია პლანეტის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა შიდა მოხმარებისთვის გამოცემულ მიმართვაში თანამშრომლებს მოუწოდა, თავი აარიდონ ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორიცაა „დედა“, „მამა“, ქალბატონებო და ბატონებო“, „ვაჟიშვილი“, „ქალიშვილი“. „ცოლი“, „ქმარი“.
Previous: პრინციპულად არ დავაკანონებთ და ვერც დავაკანონებთ, რადგან კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით –

ასევე დაგაინტერესებთ

ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა არის ყველაზე ამორალური დანაშაული, მაგრამ ამ დანაშაულზე მეტად ამორალურია ის კომენტარები, რასაც ნაცმოძრაობის წევრები აკეთებენ

ირაკლი ღარიბაშვილი და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ბორჯომის, ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის, ადიგენისა და ნინოწმინდის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ