მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის პარალელურად, ირანის რეჟიმის ძალადობრივი ქმედებები 250 000-მდე ადამიანმა გააპროტესტა

მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის პარალელურად, ირანის რეჟიმის ძალადობრივი ქმედებები 250 000-მდე ადამიანმა გააპროტესტა – ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ორგანიზატორების თქმით, პროტესტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციისთვის იყო განკუთვნილი, სადაც მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკური და სამხედრო წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მიუნხენში შეკრებილმა დემონსტრანტებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ირანის უკანასკნელი შაჰის შვილს, რეზა ფეჰლევის. აქციაზე სიტყვით გამოვიდა ბელგიის თავდაცვის მინისტრი და ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრემი.
💬 „მე თქვენი ხმა გავიგე. მე აქ ვარ, რათა დაგეხმაროთ ამ რეჟიმისგან თავის დაღწევაში… აიათოლები უნდა წავიდნენ. ირანის ხალხი თავისუფლებას მოიპოვებს… დახმარება გზაშია, განაგრძეთ პროტესტი. თქვენი თავისუფლების დღე ახლოსაა“ | განაცხადა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გრემმა
🔴 მომიტინგეები ირანის რეჟიმის ცვლილებას ითხოვდნენ. ფეჰლევმა მიუნხენში გამართული მასშტაბური და ხმაურიანი დემონსტრაცია “გლობალური მოქმედების დღედ” აღწერა და საპროტესტო გამოსვლებისკენ ლოს-ანჯელესსა და ტორონტოში მცხოვრებ ირანელებსაც მოუწოდა.