მიუნხენის კონფერენციის ხელმძღვანელი თვლის, რომ აშშ-მა ისრაელისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის საკითხი უნდა განიხილოს

გრძელდება საერთაშორისო მცდელობები ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მიზნით. -ის სახელმწიფო მდივანი 22 მარტს ისრაელს ეწვევა.
მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ხელმძღვანელმა ქრისტოფ ჰოისგენმა გერმანიის მაუწყებელ „Deutschlandfunk-ს“ უთხრა, რომ ისრაელზე აშშ-მა მეტი ზეწოლა უნდა მოახდინოს. მან ქებით მოიხსენია ამერიკის მცდელობა, კერძოდ, აშშ-ის მიერ მომზადებული გაეროს რეზოლუციის პროექტი, რომელიც ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასთან ერთად მძევლების განთავისუფლებას მოითხოვს.
გაეროს უშიშროების საბჭომ ამ რეზოლუციას კენჭი 22 მარტს უნდა უყაროს.
ჰოისგენის თანახმად, ეს რეზოლუცია გაზრდის საერთაშორისო ზეწოლას ისრაელზე, თუმცა, მისი თქმით, ს პრემიერ-მინისტრს, ს, არ აქვს პრობლემა, დანარჩენი მსოფლიოს წინააღმდეგ იყოს. ამიტომ მიუნხენის კონფერენციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ აშშ-მა უნდა განიხილოს ისრაელისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის საკითხი.
დღემდე ნეთანიაჰუს აშშ-ის პრეზიდენტ სგან ამ ინსტრუმენტის გამოყენების შესახებ არაფერი გაუგია, – ამბობს ჰოისგენი, რომელიც კრიტიკულია ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ქმედების მიმართ. მისი თქმით, ნეთანიაჰუ აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის გასანადგურებლად ჰუმანიტარულ კატასტროფას უშვებს. ჰოისგენი ამასთან ამბობს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრისთვის ომი იმისთვისაა აუცილებელი, რომ ხელისუფლებაში დარჩეს.
მან ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია ყველა ზომის მიღება ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, რათა მოხდეს ასევე მძევლების განთავისუფლება, თუმცა ამ ეტაპზე არ ჩანს, რომ მოლაპარაკება წარმატებული იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ