მიტინგები იგეგმება ძალადობრივად და როდესაც სკოლის ბავშვები გინდა, რომ მიიყვანო ძალადობრივ მიტინგზე, ეს უბრალოდ არის ამორალური

მიტინგები იგეგმება ძალადობრივად და როდესაც სკოლის ბავშვები გინდა, რომ მიიყვანო ძალადობრივ მიტინგზე, ეს უბრალოდ არის ამორალური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილის მიერ ფეისბუქზე გავრცელებული პოსტის შესახებ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ ჰქონია მორალი.
„ესენი არიან ამორალური ადამიანები. როცა ბავშვს რთავ პოლიტიკაში, როცა ბავშვი მიგყავს ძალადობრივ მიტინგზე, წინასწარ ხომ იციან, რომ მიტინგები იგეგმება ძალადობრივად და როდესაც სკოლის ბავშვები გინდა, რომ მიიყვანო ძალადობრივ მიტინგზე, ეს უბრალოდ არის ამორალური, თუმცა ამ ქალბატონს, როგორც გაირკვა, არასდროს, ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ ჰქონია მორალი, არავითარი თვალსაზრისით და დღესაც ავლენს საკუთარ ამორალურობას. მადლობა ღმერთს, რომ პრეზიდენტის პოსტზე, ფორმალურად, მაგრამ როგორც არის, მას აქვს დარჩენილი ზუსტად ოთხი პარასკევი“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში