,, მიტინგებზე ვუცემივარ კიდეც ფრანგულ პოლიციას და და პოლიციის მანქანაშიც განურჩევლად გტენიან ყველას ვინც ხელში მოყვებათ მარაა…” – გიორგი ფოფხაძე

,,ისა დაააა… ვახო სანაიას დაკავება და პატიმრობის შეფარდება, ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა არაა?..
სხვათაშორის, მიტინგებზე ვუცემივარ კიდეც ფრანგულ პოლიციას (დარბევა და ჩხუბი რომ იწყება, იქ აღარავინ არჩევს ვინ ვინაა, განსაკუთრებით საფრანგეთში) და პოლიციის მანქანაშიც განურჩევლად გტენიან ყველას ვინც ხელში მოყვებათ მარაა, არასოდეს არ მახსოვს რომელიმე პოლიციელს ეთქვას როცა გაიგებენ ჟურნალისტი რომ ხარ, არიქა შენ ჯარიმა ან ადმინისტაციული გეკუთვნისო..
მართლა გულწრფელად გიხდიან ბოდიშს და გიშვებენ..
ჟურნალისტი იმისია, მიტინგზეც იყოს, ომშიც, პარლამეტშიც, ცეცხლშიც, ნავთშიც და კარიდან თუ არ უშვებენ, ფანჯარა გააღოს და ისე შევიდეს…
ეს ისე ქოცნახირმა რო იცოდეს“

ასევე დაგაინტერესებთ