„მის ღვინოებსა და შამპანურზე 200%-იან ტარიფს დავაწესებ“ – ტრამპის პასუხი მაკრონის უარზე

-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საფრანგეთიდან იმპორტირებულ ღვინოებსა და შამპანურებზე 200%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს. მისი თქმით, ეს ნაბიჯი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს აიძულებს, შეუერთდეს გლობალური კონფლიქტების მოგვარების მიზნით შექმნილ „მშვიდობის საბჭოს“.

ტრამპს ჰკითხეს მაკრონის მიერ საბჭოს წევრობაზე უარის თქმის შესახებ, რაზეც მან უპასუხა:

„მან ეს თქვა? არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს. მის ღვინოებსა და შამპანურებზე 200%-იან ტარიფს დავაწესებ და შემოგვიერთდება, მაგრამ არ მოუწევს შემოერთება“.

ცნობისთვის, გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთი ამ ეტაპზე გეგმავს უარი თქვას აღნიშნულ ინიციატივაში გაწევრიანებაზე.

ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ შექმნა თავდაპირველად ღაზაში მიმდინარე ომის დასრულების გეგმასთან დააკავშირა, თუმცა გასულ კვირას მსოფლიო ლიდერებისთვის გაგზავნილ მოწვევებში ინიციატივა უკვე კონფლიქტების გლობალურად დასრულების ინსტრუმენტად არის წარმოდგენილი.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, -ის ადმინისტრაციის მიერ დაახლოებით 60 ქვეყნისთვის გაგზავნილ წესდების პროექტში აღნიშნულია, რომ წევრებს 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ნაღდი შენატანი მოეთხოვებათ, თუ მათი წევრობა სამ წელზე მეტი ხნით უნდა გაგრძელდეს.