“მის გარეშე მე არ ვიცი აწი…” – მამა დოროთე პატრიარქს ემშვიდობება (ვიდეო)

მამა დოროთე პატრიარქს ემშვიდობება – არქიმანდრიტი სამების საკათედრო ტაძარში მივიდა.

სასულიერო პირმა “დღეს “პირველბთან” გაიხსენა უწმინდესთან და უნეტარესთან პირველი შეხვედრა, მისი ბერად აღკვეცა და ასევე ის პეიოდი, როცა წალკის მონასტერში წინამძღვრობას პატრიარქთან მორჩილად ყოფნა არჩია.

მამა დოროთემ დღეს “პირველებთან” საუბრისას ემოციები ვერ დამალა და პატრიარქზე საუბრისას კამერის წინ ცრემლები წამოუვიდა.

მე პატრიარქთან პრიველი შეხვედრა ნამდვილად არ მახსოვს, იმიტომ, რომ ეს იყო 1994 წელს, ვიყავი მისი სტიქაროსანი და მუდმივად უწმინდესი გვასწავლიდა. მე მახსოვს ერთხე მე ხის ჯცვრებს ვაკეთებდი და კიდევ რამდენიმე სტუდენტი. უწმინდესი დაინტერესდა და დაგვიბარა ყველა ერთად. უთრეს, რომ მე ვიყავი ხელმძღვანელივით ამ ჯგუფის. გვითხრა, რომ ეს ჯვრები გააკეთეთ, დედა ბარბარეს ჩააბარეთ ორ ლარად და ხაჭაპურები იყიდეთო. მამაო იყო იქ და უთხრა, თქვენო უწმინდესობავ, ახჭაპურს ორ ლარად ვინ მოგცემთო, მაშინ 5-7 ლარი ღირდა –  როგორო მეტი ღირსო, გაურკვირდა და ჩვენც გაგვეცინა და მასაც. იქიდან მოყოლებული დღემდე, რაც შეეხება ჩემს ბერობას, მე აქ აღკვეცილი პირველი ბერი ვარ. ყველაფერი რაც მე მაქვს, მაქვს ნმისგან, მე მას არ მოვშორებივარ. იყო ასეთი პრობლემა, როდესაც მე წალკაში წავედი, წალკის მონასტერი, რომელიც უწმინდესის დახმარებით ავაშენე იქ ვიყავი წინამძღვარი.. () მე მოვედი უწმინდესთან, ვუთხარი – მე არ მინდა წინამძღვრობა და თქვენთან  გადმომიყვანეთ სამებაში მორჩილად – კარგიო მითხრა. დავთმე წინამძღვრობა, იმის გამო, რომ უწმინდესთან ვყოფილიყავი. არ მინდოდოდა წინამძღვარი ვყოფილიყავი მის გარეშე. ასე მის გარეშე მე არ ვიცი აწი…”- თქვა მამა დოროთე ყურაშვილმა.  

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.

მეორე დღეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება.  ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში გუშინ დაასვენეს.

ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.