„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა

სს „მისო ევრო კრედიტმა“ 2023 წლის 1 დეკემბრიდან საინაუგურაციო სავალო ფასიანი ქაღალდის (ობლიგაციის) ემისია დაიწყო. ფასიანი ქაღალდის ოდენობა 10 მილიონ დოლარს შეადგენს და მისი გამოშვება საჯარო განთავსების გზით მოხდება.
ტრანზაქციის ამოცანა კომპანიისთვის ალტერნატიული დაფინანსების მოზიდვაა. ამ პროცესში მას შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორი“ დაეხმარა, რომელიც ფასიანი ქაღალდის განთავსების ემისიის განთავსების აგენტია.
ტრანზაქციის იურიდიული მრჩეველი შპს „იურიდიული ფირმა ბიელსია“, ხოლო გადახდისა და კალკულაციის აგენტი: სს „პაშა ბანკი საქართველო“.
„ობლიგაციების გამოშვებაზე ფიქრი დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყეთ. ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მოზიდვა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საჭირო კაპიტალის უზრუნველყოფისთვის და რისკების მართვის მიმართულებით, ამიტომ ევროკრედიტის მთელი გუნდი ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორს“, რომელიც პირველივე დღიდან გვერდში გვედგა და პროცესი შეფერხებების გარეშე, უნაკლოდ წარმართა. მისო ევრო კრედიტის მიერ ფასიანი ქაღალდების ემისია, ინვესტორთა მხრიდან ნდობის დადასტურებას წარმოადგენს და დარწმუნებულები ვართ, რომ პირველივე რაუნდი მალე ჩაიხურება.
ევროკრედიტი მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული, თანამედროვე კომპანიაა და ამიტომ როგორც საცალო, ისე კორპორაციული ინვესტორი თუ დაინტერესებული პირი, ჩვენგან საინტერესო სიახლეებს სისტემატიურად შეიტყობს.“ – განაცხადა ირაკლი წურწუმიამ, სს „მისო ევრო კრედიტის“ დირექტორის მოადგილემ.
„აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმოადგენს კომპანიის პირველ ემისიას საქართველოს კაპიტალის ბაზარზე. სს „მისო ევრო კრედიტი“ მისკროსაფინანსო სექტორის უკვე მე-4 წარმომადგენელი კომპანიაა, რომელიც საქართველოში დაფინანსებას მოიძიებს კაპიტალის ბაზარზე ობლიგაციების მეშვეობით. მისასალმებელია კომპანია „მისო ევრო კრედიტის“ სულისკვეთება ალტერნატიული გზით უზრუნველყოს ბიზნესის ზრდის დაფინანსება, რაც თავის მხრივ, ჩვენი აზრით, ხელს შეუწყობს მიკროსაფინანსო სექტორში ფონდირების დივერსიფიკაციის გაღრმავებას და შესაბამისად სექტორის სტაბილურობას. იმედი გვაქვს, რომ კომპანიას დასახული მიზნის მისაღწევად, ინვესტორების აქტივობაც მაღალი იქნება. მადლობა სს „მისო ევრო კრედიტის“ მენეჯმენტს, სამეთვალყურეო საბჭოსა და აქციონერებს, სექტორისა და საქართველოს კაპიტალის ბაზრის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის. და ბოლოს, აღნიშნული ტრანზაქცია წარმოადგენს „ალფა კაპიტალ ედვაიზორის“, როგორც კაპიტალის ბაზრის დამოუკიდებელი მოთამაშის, ფინანსურ სექტორში პირველ საჯარო ფასიანი ქაღალდის ტრანზაქციას. როგორც დამოუკიდებელი მოთამაშე ბაზარზე, ვიმედოვნებთ რომ კიდევ ბევრი საინტერესო ტრანზაქციითა და ახალი ემიტენტების ბაზარზე შემოყვანით შევუწყობთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას ხელს“ – განაცხადა ირაკლი ელაშვილმა, შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორის“ მმართველმა პარტნიორმა.
„მისო ევრო კრედიტი“ საქართველოს ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს და ამ დროისთვის მსხვილ ქალაქებში 11 ფილიალით არის წარმოდგენილი. როგორც კომპანიაში აცხადებენ, უახლოეს მომავალში ქსელის გაფართოების კუთხითაც იქნება სიახლეები. ევროკრედიტი მომხარებელს ავტო და ბიზნეს სესხებს სთავაზობს.
შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორის“ ძირითადი საქმიანობა მოიცავს საინვესტიციო საბანკო და საკონსულტაციო მომსახურებას ფასიანი ქაღალდების განთავსების თაობაზე და კორპორატიული ფინანსების მიმართულებით სხვადასხვა ფინანსური რჩევების მიცემას კომპანიებისათვის და ინვესტორებისათვის. „ალფა კაპიტალი ედვაიზორის“ მიზანია აქტიური წვლილი შეიტანოს საქართველოს, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის კაპიტალის ბაზრის განვითარებაში, ხელი შეუწყოს კომპანიებს დაფინანსების დივერსიფიცირებასა და შერწყმით, შესყიდვითა ან გასხვისებით დამატებითი ღირებულების შექმნაში.
ფასიანი ქაღალდების შეძენით დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ “ალფა კაპიტალ ედვაიზორს” შემდეგ მეილზე: info@alphacapitaladvisory.com
ტრანზაქციის ძირითადი პარამეტრები შემდეგია:
(R)

ასევე დაგაინტერესებთ