“მისი შეფასება არაკორექტული იყო” – ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა

ბათუმის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის მიერ გადაცემა “ლაი ლაიში” გაკეთებულ განცხადებას უპასუხა.
“მოგესალმებით, მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სპორტულ გადაცემაში წარმოთქმულ სიტყვებს ჩემთან დაკავშირებით.
პირველ რიგში, ავღნიშნავ და იმედს ვიტოვებ, რომ ქართულ ფეხბურთში ჩართულ თითოეულ ადამიანს, იქნება ეს საფეხბურთო კლუბისა თუ ფედერაციის პრეზიდენტი, მენეჯერი, მწვრთნელი თუ ფეხბურთელი, გვაქვს ერთი სურვილი, მიზანი და პასუხისმგებლობა, რომ ქართული ფეხბურთი ხვალ იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე არის დღეს. ქართული ფეხბურთის წარმატებასა და წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობასაც ვინაწილებთ ჩვენი როლების შესაბამისად. მე, ჩემს წილ პასუხისმგებლობას არასდროს გავქცეულვარ.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ, ჩემი განცხადებისა და პიროვნების შეფასება იყო მინიმუმ არაკორექტული, უფრო სიღრმისეული შეფასებისგან თავს შევიკავებ.
აქედან გამომდინარე, მინდა, რომ ეს ,,გაუგებრობა” ჩემი ამ განცხადებით დამთავრდეს და ყველა დავუბრუნდეთ იმ საქმის კეთებას, რასაც ქართული ფეხბურთის უკეთესი ხვალინდელი დღის შენება ჰქვია.
ჟურნალისტების ამ თემით ინტერესი ლოგიკური და გასაგებია. მადლობა მათ ქართული ფეხბურთის გაშუქებისთვის, მაგრამ მინდა, რომ პატივი სცეთ ჩემს გადაწყვეტილებას. ამ საკითხზე ჩემი კომუნიკაცია აღნიშნული განცხადებით ამოიწუროს.
წარმატებებს ვუსურვებ ყველას ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ!” – დაწერა ჭიაბრიშვილმა სოციალურ ქსელში.
· juna ფედერაციის ფასუხისმგებლობა თუნდაც პირველობის ფორმატის შეცვალშია, კალენდარის გაზაფხული-შემოდგომაზე გადავანით. ეს ახსნილი იყო, როგორც ჩვენთვის უპირატესობის მომტანი, რამაც უამრავი ასპეკტით არ გაამართლა. პარლამენტის წევრობის შეთავსებაც ფედერაციის პრეზიდენტობასტთნ ერთად დიდი, რბილათ რომ ვთქვათ გაუგებრობაა
· გია ჩვეულებრივი ქოცური ლოგიკით და ლექსიკით მსჯელობს კობი ფეხბურთზეც,სანამ პოლიტიკა და სპორტი არ გაიყოფა ასე ვიქნებით
“ჰაიდენჰაიმში” ზივზივაძის თანაგუნდელი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადაბარგდა
[VIDEO] ზაბარნიმ დონარუმას გაცილებისას საფონოვთან დაკავშირებით ასეთი რამ გააკეთა – რა ვიდეოს აქვეყნებს უკრაინული მედია
“შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა” – ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
“დინამოს” სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა… მასში ამ პრობლემებზეა საუბარი…” – კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი “დინამო არენაზე”
“ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია” – გიორგი ჭიაბრიშვილი “გარეჯთან” გამარჯვების შემდეგ
გიორგი ჭიაბრიშვილი: ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ს “დინამო” გამორჩეული პროექტია
ოფიციალურად: ბათუმის “დინამოს” ჭიაბრიშვილი გაწვრთნის
“სანამ ნაკრების წარუმატებლობას სულ მწვრთნელებს დავაბრალებთ, არაფერი გამოვა” – გიორგი ჭიაბრიშვილის ინტერვიუ
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა – ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
გადაწყვეტილება შეიცვალა – ბათუმის “დინამოს”, სავარაუდოდ, ანდრეი დემჩენკო ჩაიბარებს
კაკა: – ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა… აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები…