“მისი ტრანსფერის საკითხზე უახლოეს დღეებში ლიგა 1-ის და სერია A-ს გამორჩეულ კლუბებს ვხვდები” – ჯუღელმა აზაროვზე ისაუბრა

“შახტარის” განაპირა მცველის ირაკლი აზაროვის შესახებ საფეხბურთო აგენტმა მამუკა ჯუღელმა Geo Team-თან ისაუბრა. მისი თქმით, ირაკლის საქართველოს ნაკრების სიაში ვერმოხვედრა მისთვის სიურპრიზია, რაც შეეხება ფეხბურთელის საკლუბო კარიერას, ირაკლი შესაძლოა, სულ მალე ტოპ ჩემპიონატში ვიხილოთ.
“ეს ამბავი შენგან გავიგე, არც ველოდებოდი სიაში რომ არ იქნებოდა. ირაკლი შახტარში გამორჩეული ფეხბურთელია, რომლის ტრანსფერის საკითხზეც უახლოეს დღეებში საფრანგეთის ლიგა 1-ის და სერია A-ს გამორჩეულ კლუბებს ვხვდები, ჩანიშნულია შეხვედრა შოტლანდიის ყველაზე ტიტულოვან გუნდთანაც.
ჩემთვის აზაროვი საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და არამარტო, მის პოზიციაზე საუკეთესოა შიც.
მჯერა, აზაროვი საბოლოოდ მოხვდება იქ, სადაც მისი ადგილია” – გვითხრა მამუკა ჯუღელმა.
თუ ირაკლი აზაროვი 26 კაციან სიაში ვერ ხვდება, მიხარია, ნიშნავს, რომ ევროპის ჩემპიონატის მოგებას ვუმიზნებთ.
ეს არის მწვრთნელის გადაწყვეტილება, შეიძლება ჩვენ ვერ ვერკვევით ფეხბურთში ისე, როგორც თავად უყურებს. ყველა ქართველის მოვალეობაა ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს ქვეყანას მთელი გულით ვუგულშემატკივროთ”, – განაცხადა ჯუღელმა Geo Team-თან ინტერვიუში.