“მისი ზოგიერთი იდეის მეშინოდა” – სპალეტი დე ლაურენტისზე

“ნაპოლის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.
ტოსკანელი სპეციალისტის თქმით, დე ლაურენტისის იდეებმა გუნდს სკუდეტო მოაგებინა, თუმცა ზოგ საკითხებზე მათ განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ.
“ნეაპოლმა უამრავი მოგონება დამიტოვა, არასდროს დამავიწყდა სკუდეტოს მოგების შემდეგ გულშემატკივრების ემოციები.
დე ლაურენტისი? მას თავისი შეხედულებები გააჩნია. სიმართლე გითხრათ, ზოგიერთი მისი დარიგება გამოვიყენე. მერწმუნეთ, ამან “ნაპოლის” გასული წლის ტრიუმფში უდიდესი როლი შეასრულა. აურელიო ჭკვიანი პიროვნებაა, თუმცა სამომავლოდ მისი აზრები მაშინებდა.
ახლა მხოლოდ იტალიის ნაკრების განვითარებაზე ვფიქრობ”, – განაცხადა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, ლუჩანომ გასულ სეზონში “ნაპოლის” ისტორიაში მესამე სკუდეტო მოაგებინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში