მისაბაძი სპორტსმენი – ნახეთ, როგორ საუბრობს მამარდაშვილი ესპანურად [VIDEO]

ლა ლიგის მე-17 ტურში “ვალენსიამ” “ბარსელონას” უმასპინძლა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
“ღამურების” მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა.
მატჩის შემდეგ გიორგიმ ჟურნალისტებთან ესპანურ ენაზე ისაუბრა.
“ბედნიერები ვართ, მთელმა გუნდმა შესანიშნავად იმუშავა, არ არის მარტივი 90 წუთი “ბარსელონასთან” ასეთი ზეწოლის ქვეშ ითამაშო. ამ შეხვედრამდე 2 თამაში გვქონდა წაგებული და დღეს საშინაო კედლებში ქულა მოვიპოვეთ. “მესტალია” ძალიან დაგვეხმარა, მერწმუნეთ, ამან დიდი განსხვავება შექმნა, ისინი ძალიან დაგვეხმარნენ, გასვლაზე თამაში გაცილებით რთულია”, – განაცხადა
მამარდაშვილმა.
შეგახსენებთ, “ვალენსია” ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 20 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.