მიროსლავ კლოზემ შესაძლოა “კაიზერსლაუტერნი” ჩაიბაროს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და გერმანელი ამ პოსტზე მთავარი კანდიდატია.
14 ტურის შემდეგ “კაიზერსლაუტერნი” ბუნდესლიგა 2-ში მე-11 ადგილზეა.
კლოზე გასულ სეზონში ავსტრიულ “ალტახს” წვრთნიდა.