ამერიკის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, მირიან ფოფხაძე ისტორიულ მოვლენად აფასებს ამერიკის მიერ რუსული ტანკერის ხელში ჩაგდებას.
ფოფხაძე “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში, გადაცემა “დღის ამბებში” ამბობს, რომ ეს ფაქტი არის პირდაპირი გზავნილი, რომ შტატები რუსეთის და ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ დგამს ქმედით ნაბიჯებს.
მკვლევარის თქმით რუსეთისთვის ე.წ. ჩრდილოვანმა ფლოტმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვანი როლი შეიძინა, რადგან სწორედ ამ ფლოტის საშუალებით ეხმარება თავის მოკავშირეებს (საუბარია – ვენესუელა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა) და იღებს მათგან დახმარებას.
ჩვენ უკვე ვხედავთ დასაველთის და შტატების მიერ ამ ფლოტის მიმართ კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ამბობს ფოფხაძე.
მისივე განცხადებით, უკვე ყველამ და მათ შორის ტრამპმაც გაიგო, რომ რუსეთს ომსიდ ასრულება არ უნდა და ამიტომაც, ამერიკა ქმედით ნაბიჯებზე გადავიდა რუსეთის დასასუსტებლად.
ფოფხაძის თქმით, მადუროს დაკავებაც ამ ყველაფრის ნაწილი იყო და ეს ნაბიჯი ამერიკამ რუსეთის დასასუსტებლად გადადგა.
მე ვფიქრობ, რომ ისტორიული პროცესის მონაწილეები ვართ, რადგანაც ბოლოს არ გვახსოვს, როდესაც აშშ-მ მოახერხა რუსული ხომალდის ხელში ჩაგდება თუ ექსპროპრიაცია. ეს არის პირდაპირი გზავნილი რუსეთის მიმართ, რომ შტატები დგამს ქმედით ნაბიჯებს რუსეთის წინააღმდეგ და იმ იარაღის წინააღმდეგ, რასაც იყენებდა რუსეთი ეს არის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტი. ამ ფლოტის საშუალებით რუსეთი ცდილობს მოკავშირე ვენესუელასთან, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად შექმნას გარკვეული არაფორმალური ეკონომიკური სისტემა და ამ სისტემაში მიმდინარეობს დიქტატორულ სახელმწიფოებს შორის მიმდიანარებს ვაჭრობა იარაღით, ტვირთით. ეს არის გარკვეული არაფრომალური სისტემა, სადაც რუსეთი ეხმარება თავის მოკავშირეებს და რუსეთი იღებს დახმარებას მათგან, ამიტომ ამ ფლოტის არსებობა ჩვენ დიდი ხანია ვიცით. ამ ფლოტის მნიშვნელობა განსაკუთრებული გახდა რუსეთისთვის მას შემდეგ, რაც მან ომი დაიწყო უკრაინაში და ჩვენ უკვე ვხედავთ დასაველთის და შტატების მიერ ამ ფლოტის მიმართ კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ცნობილია, რომ ეს ფლოტი ძალიან ბევრ ცუდ საქმეს აკეთებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ეს არის კონკრეტული და პოლიტიკური გზავნილი რუსეთისთვის, რომ შტატები უკვე დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს ავტოკრატების და დიქტატორული სახელმწიფოების წინააღმდეგ. ყველამ კარგად გავიგეთ და ტრამპიც უკვე შეშფოთებულია, რადგან გაირკვა, რომ რუსეთს არ უნდა ომის დამთავრება, ამიტომ სხვა ქმედით ნაბიჯებს დგამს ამერიკა, რომ რუსეთი დასუსტდეს და ვენესუელაში რაც მოხდა შტატების მიერ, ეს არის პირდაპირ დარტყმა რუსეთისთვის, რუსეთის ეკონომიკისთვის, ეს არის სტრატეგიული დარტყმის მიყენება რუსეთისთვის “, – განაცხადა მირიან ფოფხაძემ.
შეერთებულმა შტატებმა ვენესუელასთან დაკავშირებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი დააკავა. ოპერაცია მას შემდეგ განხორციელდა, რაც ტანკერმა, რომელიც თავდაპირველად Bella-1-ის სახელით იყო ცნობილი, აშშ-ის საზღვაო “ბლოკადა” სანქცირებული ტანკერებით გადალახა და აშშ-ის სანაპირო დაცვის მცდელობებს მასზე ასვლის თაობაზე უარი უთხრა.
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის სამხედრო ძალების ევროპულმა სარდლობამ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ გემი აშშ-ის სანქციების დარღვევის გამო დააკავა.




