მირიან მირიანაშვილი – ცოტა ხანში რუსეთის დასუსტების პოლიტიკური ფორმულა იმდენად თვალსაჩინო იქნება, რომ მთლიანად შეცვლის ქართული პოლიტიკური ელიტის მოქმედების ალგორითმს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, მირიან მირიანაშვილს ესაუბრა.
– ბატონო მირიან, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 50 დღეა დარჩენილი. ს წინ პოლიტიკური ტემპერატურა მატულობს ხოლმე, მაგრამ, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს, შეიძლება თქმა, რომ პოლიტიკური ტემპერატურა საკმაოზე მეტადაც კი აწეულია. არჩევნებში მონაწილე როგორც სახელისუფლებო გუნდი, ისე მთელი ოპოზიციური სპექტრი მოახლოებულ არჩევანს „უმნიშვნელოვანეს“, მეტიც „ისტორიულს“ და „გადამწყვეტს“ უწოდებენ. შედარებებიც მრავლად კეთდება, ზოგი ამ არჩევნებს 1991 წლის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ტოლფას არჩევნებს ეძახის, ზოგიც „არჩევანს დასავლეთსა და რუსეთს შორის“. თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნებამდე 53 დღით ადრე ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო ვითარებას?
– წინასაარჩევნო ვითარებას შევაფასებდი როგორც დრამატულს, დაპირისპირების მზარდი მუხტის პროცესს. ჩვენი ბოლო ინტერვიუდან ერთი თვე გავიდა და როგორც ჩანს, საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა გააცნობიერეს რომ საგარეო პოლიტიკურ კონტურზე ვითარება კარდინალურად შეიცვალა, ტრამპის ხელისუფლებაში მობრუნება გარანტირებული პარამეტრებიდან როგორც მათ ეგონათ, პრაქტიკულად შეუძლებელ რეალობაში გადავიდა. ეს კი ნიშნავს იმ პოლიტიკური ფორმულის დანგრევას, რომელიც დომინაციის რეჟიმში იყო. მხედველობაში მაქვს წარმოდგენა, რომ ტრამპი ურიგდებოდა რუსებს პოსტსაბჭოთა სივრცეში რეალობის ცვლილებასთან დაკავშირებით და შესაბამისად საქართველოს პოლიტიკური ელიტა ადგილზე რჩებოდა და აგრძელებდა უკონფლიქტოდ არსებობას. ეს რეალობა წარსულს ბარდება. ამან შეცვალა შიდა კონტურზე დრამატულად რეალობა. ამ ფორმატში დასავლეთთან რიტორიკულმა დაპირისპირებამ სხვა ელფერი შეიძინა.
როგორც ჩანს, საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა გააცნობიერეს რომ საგარეო პოლიტიკურ კონტურზე ვითარება კარდინალურად შეიცვალა, ტრამპის ხელისუფლებაში მობრუნება გარანტირებული პარამეტრებიდან როგორც მათ ეგონათ, პრაქტიკულად შეუძლებელ რეალობაში გადავიდა. ეს კი ნიშნავს იმ პოლიტიკური ფორმულის დანგრევას, რომელიც დომინაციის რეჟიმში იყო
დასავლეთთან რიტორიკული დაპირისპირებაში მოიაზრება ქართული პოლიტიკური ელიტის და მასთან მყოფი წრეების შიშები ევროკავშირთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ეს კოალიცია უფრო ფართოა, ვიდრე ქართველ ამომრჩეველს სინამდვილეში ჰგონია. ასეა, რადგან ქართულ ბიზნესს არანაირად არ აწყობს იმ მონოპოლიური ვითარების დანგრევა, რომელიც მას დღევანდელი საქართველოს ექსპლუატაციის საშუალებას აძლევს. ქართული საბანკო, ფარმაცევტული ბიზნესი, და კიდევ სხვა ბიზნესები თავად იყვნენ იმ კორუფციული კანონების მიღების ინიციატორი, რომელიც დასავლურ ბიზნესსტრუქტურებს ოპერირების საშუალებას არ აძლევდნენ. შესაბამისად, ამ ხალხს დღეს და მათ უკან მდგომ პარტიებს, ამ შემთხვევაში სახელისუფლებო და ოპოზიციურ ჯგუფებს ერთად მოვიაზრებ. დაუჯერებელია, რომ მათ უნდოდეთ ამ სიტუაციის დანგრევა და შესაბამისად თავისი ბიზნესების დანგრევაც და სწრაფი ინტეგრაცია ევროპასთან. ანუ, საქართველოში ევროპული ბანკების, ფარმაცევტული კომპანიებისა და დისტრიბუციების, სამშენებლო ინფრასტრუქტურების საქართველოში შემოსვლა. შესაბამისად, საქართველოში ანტიდასავლური, ანტი ინტეგრაციული კოალიცია, არის როგორც ხილული, ისე უხილავი და ის უფრო ფართო ფენებს მოიაზრებს, ვიდრე საქართველოში რიგით ამომრჩეველს ჰგონია.
საქართველოში ანტიდასავლური, ანტი ინტეგრაციული კოალიცია, არის როგორც ხილული, ისე უხილავი და ის უფრო ფართო ფენებს მოიაზრებს, ვიდრე საქართველოში რიგით ამომრჩეველს ჰგონია
ამიტომ, დაპირისპირების დრამატიზმი აქედან მომდინარე იქნება და არა ხილული და მარტივი კომბინაციიდან, რომ პრობლემა მარტო „ქართული ოცნებაა“, როგორც პრორუსული ძალა, ხოლო დანარჩენები ყველა პროდასავლური ძალები არიან. სავარაუდოდ, ეს დრამატიზმი და ეს უხილავი დაპირისპირება უფრო ხილული გახდება არჩევნების წინ და არჩევნების წინ და ქართველი ამომრჩეველი თვალნათლივ კიდევ ბევრ რამეს დაინახავს.
– არჩევნების მოახლოების კვალობაზე გააქტიურებული არიან პოლიტიკური სუბიექტები. ოპოზიციური პარტიები რეგიონებში ხსნიან ოფისებს. მმართველი გუნდი კი რეგიონებში მრავალათასიან შეხვედრებს მართავს. და რადგან ასეა, საუბარი სწორედ მმართველი გუნდის აქტიურობით გავაგრძელოთ. სახელისუფლებო გუნდის შეხვედრები რეგიონებში არა მარტო ხალხმრავლობით გამოირჩევა, არამედ იმითაც, რომ მასში პრემიერისა და მმართველი გუნდის მთელი შემადგენლობის გარდა, მონაწილეობას იღებს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე .
უკვე ვიცით მმართველი გუნდის მთავარი დაპირებებიც – „მშვიდობა“, „ღირსებით ევროკავშირში“, „ნაციონალების“ გასამართლება და აგენტურის საშუალებით ქვეყნის გარედან მართვის დასრულება“.
გარდა ამისა, „ოცნება“ ამომრჩეველს ჰპირდება, რომ კონსტიტუციაში მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდება, ასევე კონსტიტუციაში აისახება ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვა. მაგრამ, ამის პარალელურად გვესმის -სა და კოლექტიური დასავლეთი იმ ტიპის კრიტიკა, რომლის შემდეგაც რთულად წარმოსადგენია გარე სამყაროს ამ ნაწილთან ნორმალური ურთიერთობების პერსპექტივა. თქვენ როგორ შეაფასებდით ზოგადად წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდის ძირითად გზავნილებს? ვითარებაში, როცა ბოლო არ უჩანს ომს სა და რუსეთს შორის, როცა სომხეთიდანაც კი გადის, ამომრჩეველი „მშვიდობასა და ომზე“ მგრძნობიარედ რეაგირებს, ქვეყნისთვის „მშვიდობის“ თემა რამდენად აქტუალურია?
– ეს კითხვა წინა კითხვის ლოგიკური გაგრძელებაა. მე ვხედავ ერთ რამეს – როგორც არასდროს ქართული შიდაპოლიტიკური რეალობა არის გარე პოლიტიკური კონტურის პროცესების ანარეკლი. სავარაუდოდ, ასე გაგრძელდება მთელი საარჩევნო პროცესის მანძილზე. ანუ, რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური დასუსტების ფონზე საქართველოს გეოპოლიტიკური ხვედრითი წილი უეჭველად გაიზრდება.
როგორც არასდროს ქართული შიდაპოლიტიკური რეალობა არის გარე პოლიტიკური კონტურის პროცესების ანარეკლი. სავარაუდოდ, ასე გაგრძელდება მთელი საარჩევნო პროცესის მანძილზე. ანუ, რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური დასუსტების ფონზე საქართველოს გეოპოლიტიკური ხვედრითი წილი უეჭველად გაიზრდება
ქართველი ამომრჩევლის შიშები რომ შიდაპოლიტიკური დაპირისპირება ხომ არ გადაჰყვება ევროინტეგრაციას, საფუძველმოკლებულია. არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში დასავლეთს სამხრეთ კავკასიის და კერძოდ საქართველოს გარეშე შუა აზიასთან დამაკავშირებელი სხვა კორიდორი არ აქვს.
ამიტომ, რუსეთთან დავა პოსტსაბჭოთა სივრცისთვის, რისთვისაც არის ორგანიზებული უკრაინის ომი. დასავლეთის დავა რუსეთთან საქართველოსაც ეხება. საქართველოს მეშვეობით ხდება პოსტსაბჭოთა სივრცის გახსნა დასავლეთისთვის. ამიტომ საქართველოს ინტეგრაციაზე უარის თქმა დასავლეთის გეგმებში არაა. წინასაარჩევნო პერიოდის დრამატიზმს ეს პოლიტიკური ფაქტორი ედება ზემოდან და ეს დრამატიზმი იქნება ამ არჩევნების მთავარი დრაივერი.
დასავლეთის დავა რუსეთთან საქართველოსაც ეხება. საქართველოს მეშვეობით ხდება პოსტსაბჭოთა სივრცის გახსნა დასავლეთისთვის. ამიტომ საქართველოს ინტეგრაციაზე უარის თქმა დასავლეთის გეგმებში არაა. წინასაარჩევნო პერიოდის დრამატიზმს ეს პოლიტიკური ფაქტორი ედება ზემოდან და ეს დრამატიზმი იქნება ამ არჩევნების მთავარი დრაივერი
რუსეთთან დასავლეთის საქართველოსთვის დაპირისპირება დასავლეთს ახალ შესაძლებლობებს აძლევს, ამიტომ ჩვენ ახლა უიმედობის კი არა, ახალი შესაძლებლობების ფაზაში შევდივართ.
– რადგან მმართველი გუნდის მხრიდან თვალშისაცემია აშშ-სა კოლექტიური დასავლეთის კრიტიკა, კითხვას ასე დავსვამდი – რამდენად პრაგმატულია აშშ-სა და კოლექტიური დასავლეთის იმ ტიპის კრიტიკა, რაც სახელისუფლებო გუნდიდან გვესმის? სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და მიზანი?
– მიამიტები ნუ ვიქნებით, აქ ისევ ბიძინა ივანიშვილის ნებას უნდა დავუბრუნდეთ. მისგან ამის მიზეზი იმდენად არ არის დამალული, რომ თვალშისაცემი არ იყოს. ივანიშვილი ამ ანტიდასავლური რიტორიკით ერთბაშად ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს. ერთი მხრივ, ის ცდილობს დაამშვიდოს რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური წრეები იმით, რომ გამორიცხულია ის დასავლეთის ბანაკში გადავიდეს და საქართველო დასუსტებული რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო-პოლიტიკურ პლაცდარმად აქციოს და მეორე მხრივ, ცდილობს დასავლეთთან მსუბუქი შანტაჟის შემცველი რიტორიკით თავისი და თავისი გუნდის პოლიტიკური მომავალი გაარკვიოს. აშშ და ევროპა მასთან პოლიტიკურ გარიგებაში ჩაითრიოს.
ივანიშვილი ამ ანტიდასავლური რიტორიკით ერთბაშად ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს. ერთი მხრივ, ის ცდილობს დაამშვიდოს რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური წრეები იმით, რომ გამორიცხულია ის დასავლეთის ბანაკში გადავიდეს და საქართველო დასუსტებული რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო-პოლიტიკურ პლაცდარმად აქციოს და მეორე მხრივ, ცდილობს დასავლეთთან მსუბუქი შანტაჟის შემცველი რიტორიკით თავისი და თავისი გუნდის პოლიტიკური მომავალი გაარკვიოს. აშშ და ევროპა მასთან პოლიტიკურ გარიგებაში ჩაითრიოს
ასეა, რადგან, მკაფიოდ ჩანს ერთი რამ, პირადად ივანიშვილსა და აშშ-ს პოლიტიკურ ელიტას შორის პირდაპირი დიალოგის არარსებობა. როგორც ჩანს, ივანიშვილის აზრით სწორედ ახლა არის ვაშინგტონთან დისკუსიის დრო და არჩევნების წინ გაურკვეველ პერიოდში მას უნდა გაარკვიოს საკუთარი და საკუთარი პოლიტიკური გუნდის მომავალი და დაალაგოს ურთიერთობები ამერიკის პოლიტელიტასთან. როგორც ჩანს, ეს არის მისი ანტიდასავლური რიტორიკის ორ ამოცანიანი მიზეზი.
ივანიშვილის აზრით სწორედ ახლა არის ვაშინგტონთან დისკუსიის დრო და არჩევნების წინ გაურკვეველ პერიოდში მას უნდა გაარკვიოს საკუთარი და საკუთარი პოლიტიკური გუნდის მომავალი და დაალაგოს ურთიერთობები ამერიკის პოლიტელიტასთან. როგორც ჩანს, ეს არის მისი ანტიდასავლური რიტორიკის ორ ამოცანიანი მიზეზი
– „ქართული ოცნების“ ინიციატივას სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადოს მართლმადიდებლობა, იმთავითვე მოჰყვა აზრთა სხვადასხვაობა. ვითარებაში რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონკორდატია ხელმოწერილი, მართლმადიდებელი ეკლესიას, სხვა კონფესიებთან შედარებით საკმაოდ პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფება, ამ თემაზე ბევრი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება მოვისმინეთ. საინტერესოა სახელისუფლებო გუნდის მხრიდან ამ თემის აქტუალიზაციაზე თქვენი ვერსია…
– ეკლესიის თემა ამ დრამატულ პოლიტიკურ სიტუაციაში რომ არ ყოფილიყო ივანიშვილის მიერ აქტუალიზებული, დასავლეთის მხრიდან აპლოდისმენტების ფონზე ჩაივლიდა. დასავლეთმა იცის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მართლმადიდებელ სტრუქტურები რუსეთის გავლენის ქვეშ იმყოფებიან. თუ საბერძნეთში ანალოგიურ პროცესს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ამერიკა პირიქით იყო დაინტერესებული, რომ საბერძნეთის ეკლესია ხელისუფლებას დაექვემდებარებოდა და ბერძნული საპატრიარქო ხელისუფლებას ემართა და არა რუსულ გავლენებს გარედან.
ეკლესიის თემა ამ დრამატულ პოლიტიკურ სიტუაციაში რომ არ ყოფილიყო ივანიშვილის მიერ აქტუალიზებული, დასავლეთის მხრიდან აპლოდისმენტების ფონზე ჩაივლიდა
ამიტომ ვამბობ, რომ საქართველოში იგივე პროცესს დასავლეთი პოზიტიურად შეხვდებოდა. ვფიქრობ, დასავლეთი ამ პროცესს დღესაც არ უყურებს ნეგატიურად. იმიტომ რომ ადრე თუ გვიან, საქართველოში 800 თუ 900 წლოვანი პერიოდი საპატრიარქოს საქმიანობისა, როდესაც ის გარე დომინანტური ძალების გავლენის ქვეშ იყო – ხან ბიზანტიის იმპერიის, ხან თურქეთის, რომელიც მართლმადიდებლობას მართავდა, შემდეგ რუსეთის. ეს პერიოდი თუ დამთავრდება საქართველოს საპატრიარქოზე სახელმწიფოს კონტროლის დაწესებით, ცუდი იდეა არ გახლავთ. მაგრამ, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თუ ეკლესიის თემას ანტიდასავლური რიტორიკა ახლავს, ასეთ ვითარებაში ეს პროცესი დასავლეთის მხარდაჭერის ფონზე ვერ ჩაივლის. არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილს ამ სტრუქტურებზე კონტროლის დაწესება და ანტიდასავლური რიტორიკა, მისი გეგმების კომუფლიაჟისთვის სჭირდებოდა.
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თუ ეკლესიის თემას ანტიდასავლური რიტორიკა ახლავს, ასეთ ვითარებაში კი ეს პროცესი დასავლეთის მხარდაჭერის ფონზე ვერ ჩაივლის
ნებისმიერ შემთხვევაში მართლმადიდებლობასთან დაკავშირებულ პროცესი არ არის ისე ცალსახად ანტიდასავლური, როგორც ეს გარკვეულ შემფასებლებს ჰგონიათ.
– მმართველი გუნდის ლიდერები მუდმივად იმეორებენ, რომ მათ სჭირდებათ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება, რათა პრობლემების გარეშე შეძლოს თავისი გეგმების განხორციელება. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა – „განსაკუთრებული მომენტი გვიდგას – ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად, მმართველ გუნდს ამისთვის მაქსიმალური ლეგიტიმაცია სჭირდება“. მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ბევრჯერ საუბრობს მმართველი გუნდი, გაუგებარი რჩება, რეალურად რაზეა საუბარი – იმაზე, რასაც მოსკოვი თბილისისგან 2008 წლის ომის შემდეგ, ანუ სა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას „ახალი რეალობის“ შესაბამისად გულისხმობს, თუ სხვა რამეზე. ამ თემაზე შესაძლოა უამრავი ვერსია გამოითქვას, მაგრამ, როცა საკონსტიტუციო უმრავლესობას ითხოვ, ალბათ, ბევრად გასაგები იქნებოდა თუ რაში შეიძლება დასჭირდეს საქართველოს მომავალ ხელისუფლებას საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამის მსგავსი კი არაფერი ხდება, ვხედავთ. სავარაუდოდ, რას გულისხმობს „ქართული ოცნება“, როცა ამბობს, რომ ქვეყანა „ნებისმიერ დროს მზად უნდა იყოთ საქართველოს მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად“?
– როდესაც ივანიშვილი აპელირებს მმართველი გუნდის თემით, ერთი რამ არის ხაზგასასმელი – ივანიშვილის უშვალო ჩართულობა საარჩევნო კომპანიაში უცნაური მოვლენა გახლავთ. 2012 წლის არჩევნების შემდეგ ივანიშვილს საარჩევნო კომპანიაში მონაწილეობა არ მიუღია. იგი საარჩევნო კამპანიებს ატარებდა თავისი მმართველი გუნდის მეშვეობით, ერთი-ორ განცხადებას გამოაქვეყნებდა საარჩევნო პერიოდში. არჩევნებში ივანიშვილის უპრეცედენტო ჩართულობის მიზეზი, როგორც ჩანს, უნდა ვეძებოთ იმაში, რომ ივანიშვილი აღარც მმართველ გუნდს აღარ ენდობა უპირობოდ, როგორც ადრე. შესაბამისად, მმართველი გუნდის საკონსტიტუციო უმრავლესობის თემაც ამ კუთხით უნდა გავიგოთ. ივანიშვილს უნდა ჰქონდეს იმდენად დიდი უმრავლესობა, რომ შემდგომში სავარაუდო შიდა პოლიტიკაში შეთქმულების მრავალრიცხოვან კერები უსაფუძვლო გახდეს. საკონსტიტუციო უმრავლესობის ჩამოშლა შიდა ღალატით ყოველთვის მარტივია. როგორც ჩანს, ივანიშვილს უნდა პარლამენტში ჰქონდეს იმის რეზერვი, რომ შიდაპარტიული პოლიტიკური კინკლაობა გამორიცხოს.
არჩევნებში ივანიშვილის უპრეცედენტო ჩართულობის მიზეზი, როგორც ჩანს, უნდა ვეძებოთ იმაში, რომ ივანიშვილი აღარც მმართველ გუნდს აღარ ენდობა უპირობოდ, როგორც ადრე. შესაბამისად, მმართველი გუნდის საკონსტიტუციო უმრავლესობის თემაც ამ კუთხით უნდა გავიგოთ
საკონსტიტუციო უმრავლესობის მოთხოვნის მიზეზი ისაა, რომ ივანიშვილი საკუთარ პარტიასაც აღარ ენდობა. რაც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობას. ივანიშვილი არ შეიძლება არ აცნობიერებდეს რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ არის დამოკიდებული საკონსტიტუციო უმრავლესობაზე. ეს დამოკიდებულია მხოლოდ ერთ საკითხზე, – რუსეთის დასუსტების ხარისხზე. ძლიერი რუსეთი საქართველოს არაფერს არ მისცემს, სუსტი რუსეთი კი ძალიან სერიოზული დილემა იქნება – რა არის მისთვის მთავარი – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება თუ დაკარგული ტერიტორიებისთვის ეგზისტენციალური ბრძოლა. ის, რომ ივანიშვილის ტერიტორიული მთლიანობის თემას ახმოვანებს, სავარაუდოდ, იმაზე მიანიშნებს, რომ რუსეთის დასუსტების მასშტაბს ისიც აცნობიერებს. მაგრამ, ის, როგორც ფრთხილი ადამიანი, და რუსეთთან მისი დამოკიდებულობებიდან გამომდინარე ამ რიტორიკას სხვანაირად ფუთავს ხოლმე.
ის, რომ ივანიშვილის ტერიტორიული მთლიანობის თემას ახმოვანებს, სავარაუდოდ, იმაზე მიანიშნებს, რომ რუსეთის დასუსტების მასშტაბს ისიც აცნობიერებს. მაგრამ, ის, როგორც ფრთხილი ადამიანი, და რუსეთთან მისი დამოკიდებულობებიდან გამომდინარე ამ რიტორიკას სხვანაირად ფუთავს ხოლმე
– არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური სპექტრის სხვადასხვა ჯგუფები რომ საკმაოდ აქტიურობს რეგიონებში, ფაქტია. ოთხი ოპოზიციური პარტია პოლიტიკურ ველზე კი აქტიურობს, მაგრამ მათ შანსებზე საუბარი აშკარად ჭირს. მათ აქტიურობაზე რომ სახელისუფლებო გუნდი მტკივნეულადაც კი რეაგირებს, ვხედავთ. თქვენ როგორ შეაფასებდით „ნაცმოძრაობის“, გვარამია-მელია-ხოშტარია-გირჩი-ჯაფარიძის, „ლელოსა“ და გახარია გუნდების აქტიურობას და მათ შანსებს?
– მე უკვე ვთქვი, რომ წლევანდელ არჩევნებში, როგორც არასდროს, არის ანარეკლი იმისა, თუ რა ხდება საგარეო კონტურზე. ოპოზიციის შანსებსაც მე ამ კუთხით შევხედავდი. ოპოზიციის ხელისუფლებასთან სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების არ მჯერა. იმიტომ, რომ ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებასთან ბიზნესპარტნიორობით არის დაკავშირებული. შესაბამისად, მე ვიზიარებ ჩვენს ოპოზიციასთან დაკავშირებით დასავლეთის ხედვასა და სკეფსის. სწორედ ამიტომ არის რომ ამერიკელებმა განაცხადეს, რომ მათ ამ არჩევნებში ოპოზიციიდან ფავორიტი არ ჰყავთ.
ოპოზიციის ხელისუფლებასთან სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების არ მჯერა
ეს განცხადებები ითარგმნება ისე რომ ისინი ჩვენში პროდასავლურ ძალებად არ მიაზრებს და არც მოიხსენიებს. შესაბამისად, მოახლოებულ არჩევნებში მათ პერსპექტივებს მაღალ რანგში არ განვიხილავ. დასავლეთისგან მხარდაჭერის გარეშე ქართული ოპოზიციის რესურსები არასაკმარისია ივანიშვილთან საპაექროდ. მაგრამ, ამ წინასაარჩევნო ფაზას სხვა კონტექსტიდან უნდა შემხედოთ. თუ ჩვენ სახეზე გვექნა „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა, მთელი საარჩევნო პერიოდის მანძილზე, და არაფერი არ მიანიშნებს იმაზე, რომ ეს რიტორიკა გრადუსს დაკარგავს, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ დასავლეთი საქართველოში 2024 წლის არჩევნებს განიხილავს როგორც გარკვეულ რეფერენდუმს. ამიტომ, ძალიან დიდი დოზით უნდა ვივარაუდოთ, რომ არჩევნების შემდეგ გამოსვლების გამო დასავლეთი ჩვენს არჩევნებს არ აღიარებს. ანუ, დასავლეთი 2024 წლის არჩევნებს კანონიერად არ ჩათვლის, ეს კი თავის თავად ნიშნავს იმ გარემოებას, რომ უნდა გაიმართოს ახალი არჩევნები. 2024 წლის არჩევნების შემდეგ ჩვენ შევდივართ არა არჩევნების დასრულების ფაზაში, არამედ ახალ საარჩევნო ციკლში. ამის საკმაოდ ნეგატიური პროგნოზი გვემუქრება. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს პროცესის დრამატულობას და დესტაბილიზაციას. ძალიან ცუდია ის, რომ ჩვენთან არჩევნები აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების წინ იმართება და არა ერთი თვის შემდეგ.
ძალიან დიდი დოზით უნდა ვივარაუდოთ, რომ არჩევნების შემდეგ გამოსვლების გამო დასავლეთი ჩვენს არჩევნებს არ აღიარებს… 2024 წლის არჩევნების შემდეგ ჩვენ შევდივართ არა არჩევნების დასრულებების ფაზაში, არამედ ახალ საარჩევნო ციკლში. ამის საკმაოდ ნეგატიური პროგნოზი გვემუქრება. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს პროცესის დრამატულობას და დესტაბილიზაციას. ძალიან ცუდია ის, რომ ჩვენთან არჩევნები აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების წინ იმართება და არა ერთი თვის შემდეგ
ასეთ ვითარებაში ჩვენთვის არავის ეცლება საიმისოდ, რომ დასავლეთმა ჩვენთან პოლიტიკური პროცესის კორექტორის როლი ითამაშოს. ჩვენთვის ამერიკა მხოლოდ, სავარაუდოდ, ნოემბერ-დეკემბერში მოიცლის. ამიტომ ვამბობ – იმ მოცემულობებით, რაც დღეს გვაქვს ჩვენ შევდივართ არა 26 ოქტომბრის საარჩევნო პერიოდში, არამედ ახალი არჩევნების ციკლში, რომლის ფუნქცია იქნება, იმ ახალი რეალობის ჩამოყალიბება, რომელზეც გასვლის საშუალება 26 ოქტომბრის არჩევნებს ვერანაირად ვერ იქნება.
– საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს სარჩენის განხილვა, რომლის მოსარჩელეები ითხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის კანონის“ შეჩერებას. საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვაზე გვემის მმართველი გუნდის წარმომადგენლების კომენტარები. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ მოსარჩელეებისგან არ მოუსმენიათ არგუმენტები მიღებული კანონთან დაკავშირებით. უცნაური ისაა, რომ სახელისუფლებო გუნდისთვის ამ თემაზე ვენეციის კომისიის დასკვნაში მოყვანილი არგუმენტები მიუღებელი იყო. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა კანონის შეჩერებაზე, ეს რა სიგნალი იქნება ერთი მხრივ ჩვენი პარტნიორებისთვის, ხოლო მეორე მხრივ ეს გადაწყვეტილება რა გავლენას იქონიებს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე?
– ერთადერთი, რაზეც იქონიებს გავლენას, ეს არის დასავლეთის შეფასებაზე არჩევნების. ანუ, არჩევნების ლეგიტიმურად, ან არალეგიტიმურად შეფასებაზე. დასავლეთის საქართველოსთან დამოკიდებულებაზე საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება გავლენას არ იქონიებს. დასავლეთს არ აინტერესებს რა საკითხი წყდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. დასავლეთი იმიტომ ასუსტებს რუსეთს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეზე და საქართველოზე უნდა რომ ხელი ააღებინოს. ის ვნებათაღელვები, რომელიც უკავშირდება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს, დასავლეთს ვერ ააღებინებს ხელს იმ ამოცანაზე, რაც ამ საუკუნის პირველი ნახევარში უნდა მოხდეს.
დასავლეთი იმიტომ ასუსტებს რუსეთს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეზე და საქართველოზე უნდა რომ ხელი ააღებინოს
– ლოზუნგი – „არჩევნებზე ქუდზე კაცი“, ჯერ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში იყო ნახსენები, შემდეგ ამ ლოზუნგს მმართველი პარტიის ლიდერები იმეორებენ. ამ საკითხში მათ არც ოპოზიციის ლიდერები ჩამორჩებიან. სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის ლიდერებისგან მოწოდება – „არჩევნებზე ქუდზე კაცი“?
– ეს მოწოდება დრამატიზმის ანარეკლია, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. თითოეული საარჩევნო სუბიექტის ინტერესი და ქართველი ერის ინტერესი, როგორც უკვე ვთქვი, ერთმანეთთან თანხვედრაში მთლიანად არ არის. მე ქართველი ერის ინტერესს უფრო ფართოდ მოვიაზრებ და უფრო ნაკლებად მჯერა იმისა, რომ ქართველი ერის ინტერესები საარჩევნო კომპანიების შედეგად დაზარალდება. პირიქით, მე ვხედავ, რომ 26 ოქტომბერი იქნება ეტაპი, რომელმაც ახალი რეალობები უნდა დაბადოს.
მე ქართველი ერის ინტერესს უფრო ფართოდ მოვიაზრებ და უფრო ნაკლებად მჯერა იმისა, რომ ქართველი ერის ინტერესები საარჩევნო კომპანიების შედეგად დაზარალდება. პირიქით, მე ვხედავ, რომ 26 ოქტომბერი იქნება ეტაპი, რომელმაც ახალი რეალობები უნდა დაბადოს
ის სტატუს-კვო, რომელშიც ახლა ამ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არის ქართველი ერი, ცოტა ხანში მკვეთრად შეიცვლება და ქართულ პოლიტიკურ ელიტას მოუწევს თვისობრივად სხვა გამოწვევებზე პასუხის გაცემა და არა იმ რიტორიკის ფარგლებში, რომელსაც დღეს 26 ოქტომბრის კონტექსტი იძლევა.
მე უფრო ფართო პერსპექტივებს ვხედავ ქართველი ერისთვის და მიმაჩნია, რომ პოლიტიკური აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია, შესაძლოა, გადამწყვეტიც, მაგრამ, საკუთრივ 26 ოქტომბერი არის არა ფინალი, არამედ, სტარტი ახალი პროცესებისა, სავარაუდოდ, საარჩევნო ციკლისა. ამიტომ, „ქუდზე კაცი“, მარტო 26 ოქტომბრის არჩევნებზე კი არ უნდა იყოს, არამედ ზოგადად, მთელი ამ ძალიან საინტერესო პროცესის მანძილზე, რომელსაც ახალი საქართველოს დაბადებად მოვიაზრებ.
– ამბობთ, რომ 26 ოქტომბერმა ახალი რეალობა უნდა განსაზღვროს. თუ დასავლეთი 26 ოქტომბრის შედეგებს არ აღიარებს, 26 ოქტომბრის შემდეგ რა რესურსი ექნება „ქართულ ოცნებას“, ან ოპოზიციურ სპექტრს, რომ თქვენს მიერ ნახსენებ ახალ რეალობაში დაალაგოს ურთიერთობა ამერიკელ და დასავლელ პარტნიორებთან?
– რუსეთი ცდილობს ამერიკელებთან ფარულად დაალაგოს ურთიერთობები. ტელეგრამის დამფუძნებლისა და შემქმნელის დუროვის ამერიკელებისთვის და არა ფრანგებისთვის გადაცემა, ტელეგრამი ფაქტობრივად რუსეთის კავშირგაბმულობის სამინისტრო იყო, იგი ემსახურება რუსულ არმიას, ეფ-ეს-ბეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას. დუროვი პუტინმა ბაქოში დაიბარა, როგორც ჩანს იგი ბაქოში ამისთვისაც ჩავიდა, შემდეგ გააგზავნა საფრანგეთში არა ფრანგებისთვის, არამედ ამერიკელებისთვის გადასაცემად, ამაზე უფრო მკაფიო სიგნალი, რომ პუტინი ამერიკელებთან ცდილობს კომუნიკაციას, ბუნებაში ძნელი წარმოსადგენია. პუტინი ამ ნაბიჯზე გარკვეული გარანტების გარეშე არ წავიდოდა. ამ კონტექსტში უნდა მოვიაზროთ, ნაწამები პოლიტპატიმრების მრავალრიცხოვანი კლასტერის დასავლეთისთვის გადაცემა. თუ ამას სხვა კულუარულ აქტივობებს დავუმატებთ, რომელთა ჩამოთვლა ახლა შორს წაგვიყვანს. მე როდესაც ვსაუბრობ, რომ ჩვენ დასავლეთთან მოგვიწევს დასავლეთთან თვისობრივად სხვა ინტეგრაციის თემაზე უფრო მჭიდრო საუბარი, გამოვდივარ იქიდანაც, რომ ივანიშვილისთვისაც ცოტა ხანში მკაფიო უნდა გახდეს რომ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური წონა იმდენად მცირეა კავკასიაში, რომ მისი დასავლეთთან მოსაზრებების პირობებში წარმატების მიღწევა შეუძლებელია.
ცოტა ხანში რუსეთის დამცრობის პოლიტიკური ფორმულა იმდენად თვალსაჩინო იქნება, რომ მთლიანად შეცვლის ქართული პოლიტიკური ელიტის მოქმედების ალგორითმს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთი სამუდამო ომშია ჩართული დასავლეთთან, ძალიან ცდება. რუსეთის რესურსები დღეს ძალიან მცირეა და იგი დღეს ამოწურვის რეჟიმშია. ცოტა ხანში ჩინეთი რუსეთს საერთოდ ჩაეხსნება, რადგან ჩინეთი არ მოისურვებს გრძელვადიანად იყოს რუსეთის საგარეო პოლიტიკის მხარდამჭერი. რუსეთი მარტო დარჩება დასავლეთთან დაპირისპირებაში. ამ რეალობაში კავკასიაში ანტიდასავლური პოლიტიკის გამტარებლად გარკვეული ქართული პოლიტიკური წრეები ვერ გამოდგებიან. ეს მაფიქრებინებს იმას, რომ საქართველო რუსეთის ორბიტაზე ვერ გადავა და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაცია არის შეუქცევადი.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი