მირიან მირიანაშვილი – აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა

სამხრეთ კავკასიაში მომხდარი ცვლილებების მიზეზებზე, სავარაუდოდ, როგორია ტრამპის დამოკიდებულება უკრაინის საკითხში, რა შედეგით დასრულდება პეკინში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ტრამპი-პუტინის შეხვედრა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პერსპექტივაზე, ამ მოვლენათა ფონზე როგორ გამოიყურება საქართველოს ევროპული მომავალი, „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს მირიან მირიანაშვილს ესაუბრა.
– ბატონო მირიან, რუსეთ-უკრაინის ომის, ევროპასა და რუსეთს შორის ხილული თუ უხილავი დაპირისპირების, -სა და ევროპას შორის ურთიერთობის ჯერ „გაციების“, ხოლო შემდეგ „დათბობის“ ფონზე, დაჩქარებულადაც კი ვითარდება პროცესები სამხრეთ კავკასიაში.
იგულისხმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ს გარეშე გამართული მოლაპარაკებები, იმაზე მსჯელობა, რომ ბაქო და ერევანი წლის ბოლომდე ხელს მოაწერენ სამშვიდობო შეთანხმებას. ქვეყნებს შორის იგეგმება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება. დაახლოების პროცესია დაწყებული თურქეთსა და სომხეთს შორისაც. ამ ქვეყნებს შორისაც იგეგმება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება.
მოკლედ, ვითარება სამხრეთ კავკასიაში სერიოზულად იცვლება და ეს ხელშესახები ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ბაქოში ვიზიტად იმყოფებოდა აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სტივ უიტკოფი.
თუ მანამდე მისაღებად მიიჩნეოდა მოსაზრება რომ „აშშ-ს ინტერესი სამხრეთ კავკასიაში არ ჩანს“, ახლა შეიძლება თქმა, რომ ეს მოსაზრება, როგორც მინიმუმ, სწორი არ აღმოჩნდა.
სავარაუდოდ, რა ხდება სამხრეთ კავკასიაში რუსების გარეშე და აღმოსავლეთ საკითხებში ტრამპის მრჩევლის ბაქოში ვიზიტის შემდეგ?
– ხდება სამხრეთ კავკასიის სრულ გადაფორმატებაზე გადასვლა. ეს პროცესი ლაკონურად რომ აღვწეროთ, ხდება შემდეგი – პირველი ეტაპი იყო, როცა სამხრეთ კავკასია იყო რუსეთის, ანუ, ეს იყო რუსეთის პრორუსული სამხრეთ კავკასია, შემდეგი ეტაპი იყო – ურუსეთო სამხრეთ კავკასია, ამჟამად გადავდივართ, სრულად ურუსეთო სამხრეთ კავკასიის კონფიგურაციაზე.
ის, რომ საქართველო ამ პროცესს გარკვეულ წილად ჩამორჩა და მასში მონაწილეობაზე ვიზუალურად უარს ვაცხადებდა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამ პროცესის სვლაგეზი შეჩერებული გახლავთ. ანგლო-საქსური პოლიტიკურ ელიტა დირიჟორობს ამ პროცესს. რაც ახლა რუსულ-აზერბაიჯანულ-სომხურ ურთიერთობებში ხდება, ამის ნათელი ილუზტრაციაა.
ჩვენთან, აზერბაიჯანულ-რუსული პოლიტიკური კრიზისი სიღრმისეულად არ იქნა წაკითხული. ახსნილ იქნა როგორც აზერბაიჯანულ-თურქული პოლიტიკური ტანდემის დაპირისპირება რუსეთთან. სინამდვილეში ამ პროცესს უფრო ღრმა და მასშტაბური არსი ჰქონდა.
ხდება სამხრეთ კავკასიის სრულ გადაფორმატებაზე გადასვლა… ჩვენთან, აზერბაიჯანულ-რუსული პოლიტიკური კრიზისი სიღრმისეულად არ იქნა წაკითხული. ახსნილ იქნა როგორც აზერბაიჯანულ-თურქული პოლიტიკური ტანდემის დაპირისპირება რუსეთთან. სინამდვილეში ამ პროცესს უფრო ღრმა და მასშტაბური არსი ჰქონდა
რუსეთს კულუარულადაც და ღიადაც მის წინააღმდეგ მუსლიმური ფრონტის ფორმირებით დაემუქრნენ თუ კრემლი აზერბაიჯანთან დაძაბულობის ესკალაციას გააგრძელებდა. მხედველობაში მაქვს ამას წინათ ქალაქ ხანკენდიში პრეზიდენტ ალიევის მიწვევით თურქეთის, ირანის, უზბეკეთის და ს ლიდერების ჩასვლა. ეს შეხვედრა რუსეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების ესკალაციის ფონზე გაიმართა და მკაფიოდ გამოკვეთილ ანტირუსულ ხასიათს ატარებდა.
სწორედ ამ სამიტის წინა დღეებში თავისი სიშტერით გადადგა რუსეთმა ანტიაზერბაიჯანული ნაბიჯები. ფაქტობრივად, ხანკენდიში გამართული შეხვედრა სამხრეთ კავკასიის გადაფორმატების სერიოზული აქცია იყო და არა მარტო რუსულ-აზერბაიჯანულ-თურქულ დაპირისპირებაზე რეაქცია.
– ინფორმირებული ადამიანების მტკიცებით, აშშ-რუსეთის ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატში, იგულისხმება რუბიო-ლავროვის შეხვედრები, ბატონი ლავროვი მუდმივად აყენებს სამხრეთ კავკასიის საკითხს, მაგრამ ვაშინგტონი მოსკოვს მიანიშნებდა, რომ ამ თემების განხილვის დრო, ჯერ არ დამდგარა.
ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ ამ საკითხზე გამოთქვით მოსაზრება, რომ ვაშინგტონს სურს სომხეთი ინსტიტუციურად ჩამოაშოროს რუსეთს და ამის შემდეგ ესაუბროს ლავროვს.
ამ მოვლენების ფონზე გათავისუფლებულ შუშაში გამართულ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა ალიევმა ს მოუწოდა – „არ შეეგუონ ოკუპაციას“!
არაა გამორიცხული, რუსეთის მისამართით ალიევის განცხადება იმითაც იყოს გამოწვეული, რომ ახლა ალიევი არა მარტო თურქეთის, არამედ აშშ-ს ღია მხარდაჭერასაც გრძნობს.
ყველაფერი ეს სამხრეთ კავკასიისთვის რას შეიძლება მოასწავებდეს?
– რასაკვირველია. სამწუხაროდ, ჩვენთან, ამ პროცესების უკან თურქეთის გარდა ვერავინ ვერ დაინახეს. ამ პროცესების ასე დანახვა მოვლენების მცდარი აღქმაა. რაც ორი თვეა ხდება სამხრეთ კავკასიაში, არის ამერიკული ელიტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პრეზიდენტი ალიევი ისეთი მიამიტი არაა, რომ რუსეთ-აზერბაიჯანულ ასეთი მაღალი დონის დაპირისპირებაში მხოლოდ თურქეთის მხარდაჭერის იმედად დარჩენილიყო. ფაქტია, რომ ალიევი რუსეთთან ესკალაციის ამგვარ დონემდე წასვლაზე ფეხს კარგა ხანი ითრევდა.
ამას ებმება ყბადაღებული სომხურ-რუსული ესკალაცია. ყველაფერი იყო სინქრონულად დირიჟირებული. აზერბაიჯანულ-სომხური ტანდემის სინქრონიზირებისთვის რუსეთი არც მზად იყო და არც ელოდა. მას ვერ წარმოედგინა რომ აზერბაიჯანული და სომხური ელიტები სინქრონულად დაიწყებდნენ მის წინააღმდეგ მოქმედებას.
შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი მახეში გააბეს. ვერც ჩვენ ვერ წარმოგვიდგენდით თუ რა დონის პრესტიჟული დარტყმა მიიღო რუსეთის საგარეო პოლიტიკურმა კურსმა. იმისთვის რომ რომ ეს ნათლად და მკაფიოდ აღვიქვათ, ქართველებმა სერიოზულად უნდა გადავავლოთ თვალი არა მარტო აზერბაიჯანულ-სომხურ, არამედ ირანულ-არაბული სამყაროს სახელისუფლო რიტორიკას. სხვათა შორის, შუა აზიურსაც.
სამწუხაროდ, ჩვენთან, ამ პროცესების უკან თურქეთის გარდა ვერავინ ვერ დაინახეს. ამ პროცესების ასე დანახვა, მოვლენების მცდარი აღქმაა. რაც ორი თვეა ხდება სამხრეთ კავკასიაში, არის ამერიკული ელიტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება
ფაქტობრივად, რუსეთს უკან დაახევინეს, აიძულეს გადასულიყო აზერბაიჯანთან შემრიგებლურ ტონზე. შუამავალი ემისრები გაეგზავნა. აზერბაიჯანი ამ შუამავლებს შეგნებულად დაპირდა რომ პრეზიდენტი ალიევი პუტინის ემისრებს ბაქოში შეხვდებოდა. ბაქოში პუტინმა ორი დელეგაცია-ემისრები გააგზავნა ალიევთან შესახვედრად, მაგრამ ალიევმა ისინი დემონსტრაციულად არ მიიღო.
ფაქტობრივად, რუსეთთან აზერბაიჯანის დაპირისპირებით რუსეთის პოლიტიკური როლი დაემცრო არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ წინა აზიაში.
ამ პროცესებს ეკონომიკური სარჩულიც აქვს. ბოლო პერიოდში ამოტივტივდა, თურმე ამერიკელების გააქტიურებას სამხრეთ კავკასიაში სხვა, ეკონომიკური საფუძველიც ჰქონდა. თურმე, აშშ-ში უკვე არსებობს ამერიკული კომპანიების ნუსხა, მასში შედიან ამერიკული ფესვებით საერთაშორისო, ტრანსნაციონალური კომპანიები, რომლებიც აშშ-ს მიერ სამხრეთ კავკასიის ათვისების პირველ ეტაპზე უნდა გამოჩდნენ.
თურმე ამერიკელების გააქტიურებას სამხრეთ კავკასიაში სხვა, ეკონომიკური საფუძველიც ჰქონდა. თურმე, აშშ-ში უკვე არსებობს ამერიკული კომპანიების ნუსხა, მასში შედიან ამერიკული ფესვებით საერთაშორისო, ტრანსნაციონალური კომპანიები, რომლებიც აშშ-ს მიერ სამხრეთ კავკასიის ათვისების პირველ ეტაპზე უნდა გამოჩნდნენ
თურმე, სამხრეთ კავკასიის „ეკონომიკური ათვისების“ გეგმა უკვე არსებობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიაში აშშ-ს პოზიციების გაძლიერების თვალსაზრისით საკმაოდ წინწაწეულ ეტაპზე ვყოფილვართ.
ქართული პოლიტიკური ელიტა ამ პროცესებს საკმაოდ ჩამორჩა და ჯერ კიდევ ვერ გაუცნობიერებია რუსეთის სამხრეთ კავკასიიდან გასვლის შეუქცევადობა. ამის დამადასტურებელი სიმპტომატიკა კატასტროფული სისწრაფით იზრდება.
ქართული პოლიტიკური ელიტა ამ პროცესებს საკმაოდ ჩამორჩა და ჯერ კიდევ ვერ გაუცნობიერებია რუსეთის სამხრეთ კავკასიიდან გასვლის შეუქცევადობა. ამის დამადასტურებელი სიმპტომატიკა კატასტროფული სისწრაფით იზრდება
– ბრძანებთ, რომ აშშ-მ უკვე გამოკვეთა თავისი ინტერესები სამხრეთ კავკასიაში. ჩვენი ხელისუფლება ამ ეტაპზე აშშ-თან და ევროკავშირთან საკმაოდ დაპირისპირებულია. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური თბილისი ვაშინგტონთან და ბრიუსელთან რიტორიკის დონეზე დაპირესპირებულია, აშშ-ში გადაიდო „მეგობარი აქტის“ მიღება. ეს დროებითია თუ არა, ჯერ არ ვიცით.
ვხედავთ იმასაც, რომ აშშ-სა და თურქეთის მონაწილეობით საქართველო მონაწილეობას იღებს ნატოს ფარგლებში დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში შავ ზღვაზე.
არადა, შავ ზღვაზე ამერიკელების გამოჩენაზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ნათქვამი აქვს – „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში“?
იმ ფონზე, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, თან იმის გათვალისწინებით რაზეც თქვენ ისაუბრეთ სამხრეთ კავკასიაში მომხდარ თუ დაგეგმილ ცვლილებებზე, საქართველო სადაა?
– ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ საქართველო ამ პროცესებიდან ამოვარდნილია. ამ პროცესს ჩვენი მხრიდან დირიჟორობს . არ მინდა დავიჯერო, რომ ივანიშვილი მარტივ თამაშს თამაშობს. არ უნდა ახალ სამხრეთ კავკასიაში საქართველოს ინტეგრირება. არ მჯერა იმის, რომ ივანიშვილი ისეთი მიამიტია რომ ვერ ხედავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატებაში საქართველოს მონაწილეობის არ მიღება დაწყებულ პროცესს ვერ შეანელებს.
რეგიონში აშშ-ს მოგერიება საქართველოს ინტერესებში არაა. თუ აშშ-ს სურს რეგიონში შემოსვლა, საქართველოს სურვილი ეს არ დაუშვას, იმდენად შეუთავსებელია მის შესაძლებლობებთან რომ ეს კატასტროფული იქნება როგორც რეჟიმისთვის, ისე საქართველოსთვის.
არ მინდა დავიჯერო, რომ ივანიშვილი მარტივ თამაშს თამაშობს. არ უნდა ახალ სამხრეთ კავკასიაში საქართველოს ინტეგრირება. არ მჯერა იმის, რომ ივანიშვილი ისეთი მიამიტია, რომ ვერ ხედავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატებაში საქართველოს მონაწილეობის არ მიღება დაწყებულ პროცესს ვერ შეანელებს
ამიტომ, როგორც ჩანს, ამ პროცესებთან მიმართებაში ივანიშვილის დამოკიდებულება არის უფრო მომლოდინე. ივანიშვილი ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა რუსეთის დამშვიდების პოლიტიკიდან და როგორც ჩანს, ელოდება რუსეთის მიერ სამხრეთ კავკასიაზე ხელის აღების იურიდიულ ფაქტს, რაც აშშ-რუსეთის ურთიერთობებში უნდა ჩამოყალიბდეს. ბევრჯერ დადასტურდა, რომ სხვანაირად ქცევას ივანიშვილი ვერ გაბედავს.
ივანიშვილი ანტირუსულ ნაბიჯს თავისი ინიციატივით ვერ გადადგამს. არადა, პრინციპში იგი უნდა ხვდებოდეს, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიიდან მიდის. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნება თუ ივანიშვილი ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯს პროცესის ფინალურ ეტაპზე გადადგამს და არა მანამდე.
ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მას ასე მიაჩნია – ურისკოდ გაიაროს ქვეყანამ ეს გზა, მათ შორის მისი უსაფრთხოებისთვისაც. კობახიძის გუნდის აქტივობა ასე იკითხება და არა სხვაგვარად.
ამ პროცესებთან მიმართებაში ივანიშვილის დამოკიდებულება არის უფრო მომლოდინე. ივანიშვილი ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა რუსეთის დამშვიდების პოლიტიკიდან და როგორც ჩანს, ელოდება რუსეთის მიერ სამხრეთ კავკასიაზე ხელის აღების იურიდიულ ფაქტს, რაც აშშ-რუსეთის ურთიერთობებში უნდა ჩამოყალიბდეს. ბევრჯერ დადასტურდა, რომ სხვანაირად ქცევას ივანიშვილი ვერ გაბედავს
არადა, პროცესი რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სასარგებლოდ არ ვითარდება, ამის უამრავი სიმპტომები არსებობს. თქვენ ახსენეთ შავ ზღვაზე აშშ-სა და თურქეთის მონაწილეობით სამხედრო წვრთნები. ამ წვრთნებში მონაწილეობს აშშ-ს ჯორჯიის შტატის გვარდია. ასეთი რამეები პოლიტიკაში შემთხვევით არ ხდება. ქართულმა პოლიტელიტამ უნდა დაინახოს ამ პროცესებში აშშ-ს დაინტერესება.
ჩემი აზრით, ამ თვალსაზრისით, დიდი სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს სხვა, ასევე მნიშვნელოვან ფაქტს. მასზე ლამის მთელი რეგიონი საუბრობდა, საქართველოს გარდა. აბსოლუტურად ყველა სამხედრო-პოლიტიკურ გამოცემაში იყო ამ თემაზე მსჯელობა.
შავ ზღვაზე აშშ-სა და თურქეთის მონაწილეობით სამხედრო წვრთნები დაიწყო. ამ წვრთნებში მონაწილეობს აშშ-ს ჯორჯიის შტატის გვარდია. ასეთი რამეები პოლიტიკაში შემთხვევით არ ხდება. ქართულმა პოლიტელიტამ უნდა დაინახოს ამ პროცესებში აშშ-ს დაინტერესება
ამერიკელების მიერ ირანზე საჰაერო დარტყის პრელუდიური ნაწილი განხორციელებულ იქნა წყალქვეშა ხომალდ „ჯორჯიიდან“. მისგან იქნა გაშვებული დაახლოებით 70-მდე ფრთოსანი რაკეტა, რომლითაც გაანეიტრალეს ირანის საჰაერო დაცვა და ამის შემდეგ მოხდა ირანის 15 ტონიანი ბომბებით დაბომბვა.
ასეთი ფრთოსანი რაკეტებით შეიარაღებული ხომალდი აშშ-ს ჰყავს თითქმის სამოცამდე. 26 „ვირჯინიის“ ტიპის, დაახლოებით 30-მდე „კალიფორნიის“ ტიპის, ოთხი კიდევ „ოჰაიოს“ ტიპის და ასე შემდეგ. ყველა მათგანზე მეტ-ნაკლებად განლაგებულია ფრთოსანი რაკეტები.
ირანზე იერიშის მისატანად მაინცდამაინც ხომალდ „ჯორჯიის“ შერჩევა, რომელიც ამისთვის გუამიდან იყო გადმოყვანილი, გახლდათ რუსეთისთვის კიდევ ერთი მინიშნება. ამაზე მეტი სიმბოლიზმი ამ პროცესში რაღა უნდა იყოს.
ირანზე იერიშის მისატანად მაინცდამაინც ხომალდ „ჯორჯიის“ შერჩევა, რომელიც ამისთვის გუამიდან იყო გადმოყვანილი, გახლდათ რუსეთისთვის კიდევ ერთი მინიშნება. ამაზე მეტი სიმბოლიზმი ამ პროცესში რაღა უნდა იყოს
– ბრძანეთ, ივანიშვილს რუსეთმა უნდა უთხრას პოსტსაბჭოთა სივრცესთან დაკავშირებით აშშ-სა და რუსეთს შორის მიღებული გადაწყვეტილებები.
თქვენი აზრით, ეს მას ვინ უნდა უთხრას?
– დიახ. ჩემი ვარაუდით, ასეთ ვიქრობს თავად ივანიშვილი. ყოველ შემთხვევაში, მას ასე წარმოუდგენია. მაგრამ, პროცესები ისე დაჩქარებული ტემპებით ვითარდება, მას გადაწყვეტილების მიღება ძალიან სწრაფად მოუწევს.
ჩემი აზრით, ივანიშვილი ახლა ელოდება იმას, თუ რა შედეგით დასრულდება პეკინში ტრამპისა და პუტინის შეხვედრა.
– 3 სექტემბერს პეკინში ჩინეთის ლიდერმა სიმ მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლის იუბილესადმი აღსანიშნავ ღონისძიებებზე აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მიიწვია.
დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ ტრამპის პეკინში ჩასვლა-არჩასვლა დამოკიდებულია ჩინეთთან აშშ-ს მოლაპარაკებებზე სავაჭრო საკითხებზე. მეტიც, ტრამპი უკრაინის თემის განხილვას ჩინეთთან ერთ პაკეტში ვარაუდობს.
პოლიტოლოგი ავთანდილ წულაძის აზრით, – „თუ სექტემბრისთვის აშშ-სა და ჩინეთს შორის პრინციპულ საკითხებზე მოლაპარაკება შედგა, პეკინის შეხვედრაზე ტრამპი და სი მოიწვევენ პუტინს და მათ შორის შემდგარი მოლაპარაკებების შედეგს აცნობებენ, მათ შორის იმაზე, რომ მან უკრაინაში ომი უნდა დაასრულოს“.
პეკინში ტრამპისა და პუტინის სავარაუდო შეხვედრის მიმართ, განსაკუთრებით მისი შედეგების მიმართ უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების პერსპექტივებზე თქვენი მოლოდინები და პროგნოზები როგორია?
– რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით და ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით ყველაზე მკაფიოდ პოზიცია ჩამოაყალიბა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რუბიომ.
ჩინეთის ლიდერმა სიმ ტრამპს შეუთვალა, თუ აშშ-სა და ჩინეთს შორის მოხდა მნიშვნელოვანი შეთანხმებების მიღწევა, რუსეთის თემას ჩინეთი აშშ-სთან ერთად დაასრულებს. როგორც ჩანს, ჩინეთის ლიდერი ვარაუდობს, რომ რუსეთი ვერ გაუძლებს ჩინეთისაგან წნეხს და 3 სექტემბერსვე მოეწერება ხელი ზავს უკრაინის საკითხში. სავარაუდოდ, საუბარი იქნება ასევე პოსტსაბჭოთა სივრცის გადაფორმატებაზე. ანუ, ჩინეთის ლიდერი სი პუტინს პეკინში რუსეთის კაპიტულაციის ღონისძიებაზე ეპატიჟება.
თუ აშშ-სა და ჩინეთს შორის მოხდა მნიშვნელოვანი შეთანხმებების მიღწევა, რუსეთის თემას ჩინეთი აშშ-თან ერთად დაასრულებს. ანუ, ჩინეთის ლიდერი სი პუტინს პეკინში რუსეთის კაპიტულაციის ღონისძიებაზე ეპატიჟება
მაგრამ, მე როგორც ვიცი, ტრამპი, ჯერჯერობით პეკინში ჩასვლას არ აპირებს. მაგრამ, საქართველოს საკითხი, ვფიქრობ, უკვე გადაწყვეტილია სამხრეთ კავკასიასთან ერთად. ამიტომ, ვფიქრობ, ჩინეთში ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრა კიდეც რომ შედგეს, არაფერი არ შეიცვლება.
დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი ამ პროცესებზე საკმაოდ კარგად არის ინფორმირებული, ილუზიები, რომ რუსეთი გაიმარჯვებს და საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშ დარჩება, მას უკვე დიდი ხანია აღარ აქვს.
– ანუ, საუბარია რუსეთ-უკრაინის ომის არა პუტინის, არამედ ტრამპის სცენარით დასრულებაზე? სწორად გავიგე?
– დიახ, სწორად გაიგეთ, ასეა. ანუ, რუსულ-უკრაინული ომი უნდა დასრულდეს ტრამპის რეცეპტურით და არა სხვანაირად. სხვანაირად ის ვერანაირად ვერ დასრულდება.
დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი ამ პროცესებზე საკმაოდ კარგად არის ინფორმირებული, ილუზიები, რომ რუსეთი გაიმარჯვებს და საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშ დარჩება, მას უკვე დიდი ხანია აღარ აქვს
ამიტომ ითრევდა ფეხს პუტინი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე. იგი ვარაუდობდა, რომ ივლისში შეტევაზე გადავიდოდა და სერიოზული წარმატებებიც ექნებოდა. ეს შეტევები რუსეთისთვის აბსოლუტურად უსარგებლოდ დიდი მსხვერპლით დასრულდა. დასრულდა დრო, როცა რუსეთს შეეძლო უკრაინის საკითხში სერიოზული კორექტივების შეტანა.
– საკმაოზე მეტადაც კი გართულებულია ერთი მხრივ აშშ-საქართველოს, ხოლო მეორე მხრივ ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები.
ვხედავთ, რაც ხდება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით. ხელისუფლება არ აპირებს იმ რეკომენდაციების შესრულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თემა ევროკავშირის დღის წესრიგშია.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმ ვითარებას, რაც ახლა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხდება და იმ რიტორიკას, რაც ამ თემაზე ხელისუფლების მხრიდან ყოველდღე გვესმის?
– სახელისუფლო გუნდში ივანიშვილი უნდა მოვიაზროთ, მათ ევროპასთან ურთიერთობა გახადეს მეორად საკითხად და საქართველო-ევროკავშირის ურთიეთობა აშშ-სთან ურთიერთობის მძევლად გამოაცხადეს.
ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ ევროპა ხელისუფლებას ვერანაირი სტაბილურობის გარანტიას ვერ მისცემს. ახალ პოლიტიკურ რეალობაში ევროპის გარანტიები ივანიშვილისთვის ალბათ ღიმილის მომგვრელია. ივანიშვილმა კარგად იცის, რომ რეგიონის გადაფორმატების ბილეთს იძლევა მხოლოდ ვაშინგტონი და არა ევროკავშირი. ასე იყო, ასეა ყველა რეგიონისთვის, მანამ სანამ მსოფლიოში აშშ-ს დომინაციაა.
ივანიშვილი 3 სექტემბრამდე არანაირ რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამს დასავლეთთან გართულებული პოლიტიკური ვითარების დეესკალაციისთვის. ივანიშვილი აშშ-გან ისეთ გარანტიებს ელოდება, როგორიც რუსეთთან დაპირისპირებაში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა მიიღო
ივანიშვილი ელოდება იმას, სავარაუდოდ, როგორ დასრულდება სექტემბერში პეკინის შეხვედრა. როგორ დასრულდება რუსეთისთვის ტრამპის ულტიმატუმი. ამიტომ, ივანიშვილი 3 სექტემბრამდე არანაირ რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამს დასავლეთთან გართულებული პოლიტიკური ვითარების დეესკალაციისთვის. ივანიშვილი აშშ-სგან ისეთ გარანტიებს ელოდება, როგორიც რუსეთთან დაპირისპირებაში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა მიიღო.
– ბრძანეთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, მათ შორის ბატონი ივანიშვილი მოლოდინის რეჟიმშია.
მაგრამ, საშინაო პოლიტიკაში, კერძოდ, საჯარო სივრცეში სახელისუფლებო პროპაგანდის აქტიურობის საკმაოდ მძიმე შედეგს ვადევნებთ თვალს.
ქართული საზოგადოების განწყობებზე დაკვირვება გვაჩვენებს რომ ქართული საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილები ცნობიერებით, მსოფლმხედველობითა და პოლიტიკური გემოვნებების თვალსაზრისით აშკარად და ხშირ შემთხვევაში დიამეტრალურად სხვადასხვა კოორდინატთა სისტემებში იმყოფებიან.
თუ ამ თვალსაზრისით მმართველი გუნდის რიტორიკას მივადევნებთ თვალს, იოლი მისახვედრია, რომ თავისი განცხადებებით ხელისუფლება ხელს უწყობს ანტიდასავლური განწყობების შექმნას და გაღრმავებას.
სავარაუდოდ, რატომ ხდება ასე და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
– ხელისუფლების მხრიდან ამგვარი ქცევა რუსეთის დამშვიდების პოლიტიკური პრაქტიკის აპრობირებული გამოცდილებიდანაა. როცა ძალიან სერიოზული რამ ხდება და რუსეთს აინტერესებს საქართველომაც ხომ არ „უღალატა“, ივანიშვილი ქვეყნის შიგნით რთავს პროპაგანდისტულ ქეისს შესაბამისი პროპაგანდისტული პოსტულატებით.
პროვლემა იმაში მდგომარეობს რომ პროპაგანდისტულად დამუხტულ, ანტიდასავლური განწყობის ქართული ელექტორატის იმ ნაწილს, რომელზეც თქვენ საუბრობთ, თუ ივანიშვილს რუსეთისაგან დაშორება მოუწევს, არავინ არაფერს შეეკითხება. ანტიდასავლური პროპაგანდა ისევე ერთ წუთში განულდება, როგორც ეს აზერბაიჯანში მოხდა. არადა, რუსეთ-აზერბაიჯანული ურთიერთობები რუსეთთან გაცილებით ღრმა იყო ბევრი მიზეზის გამო.
ივანიშვილისთვის თავისი „პროპუსული სვლა-გეზის“ შეცვლისთვის სხვა წინაპირობები უნდა იყოს. ამ კუთხით ივანიშვილის აქტივობებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, რადგან ისინი უმეტესწილად ყურადღების გადასატანად კეთდება
საუბარი იმაზეა, რომ ქვეყნის შიგნით ხალხის მომართულობა არ არის კრიტიკულად დიდი მასის მქონე იმისთვის, რომ ივანიშვილს ქვეყნის რუსეთისაგან ჩამოშორებაში ხელი შეუშალოს. ახლა მე ეჭვი იმაშიც მეპარება, რომ თავის დროზე ივანიშვილმა არ მიიღო რუბიოს გზავნილი. მან შესაძლოა, ეს საჯაროდ და დემონსტრაციულად ეს არ მიიღო, მაგრამ, მას რომ რუბიოს გუნდთან პოლიტიკური კომუნიკაცია არ ჰქონდეს, ძალიან მეეჭვება.
ამგვარ ეჭვებს ის ბადებს, რომ ქართული სამშენებლო ბიზნესი რომ დააწვა და ამერიკაში წავიდა პროექტების რეალიზებისათვის. საინტერესოა ისიც, თუ სად წავიდნენ ისინი? ფლორიდაში, ანუ, იმ შტატში, საიდანაც სენატორი რუბიოა. რუბიოს გუნდთან კომუნიკაცია საკმაოდ სერიოზულიც ჩანს.
ვფიქრობ, რომ ივანიშვილისთვის თავისი „პროპუსული სვლა-გეზის“ შეცვლისთვის სხვა წინაპირობები უნდა იყოს. ამ კუთხით ივანიშვილის აქტივობებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, რადგან ისინი უმეტესწილად ყურადღების გადასატანად კეთდება.
– შესაძლოა, მაგრამ, სახელისუფლებო პროპაგანდას, როგორც ჩანს, ისეთ დონემდე მიჰყავს საქმე, ხალხი დიპ სტეიტის არსებობას საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი სერიოზულად განიხილავს…
– დიპ სტეიტზე სახელისუფლებო რიტორიკამ აბსურდულობის მასშტაბების სერიოზულ სიმაღლეებს მიაღწია. მაგრამ, ამგვარი რიტორიკა საგარეო მოხმარებისთვის მინიშნებებია. როცა ივანიშვილი დიპ სტეიტს ლანძღავს, უნდა წავიკითხოთ იმის ნიშნად, რომ მას ამერიკელებისგან გარანტიები უნდა, მათ შორის თავისი ფინანსების მისაღებად. მისთვის, ამ ეტაპზე, მარტო თავისი ფინანსების მიღება საკმარისი არ არის. სავარაუდოდ, ამ ეტაპზე, ივანიშვილი სამხრეთ კავკასიის გადაფორმატების ფარგლებში ამერიკელებთან ვაჭრობის რეჟიმშია.
როცა ივანიშვილი დიპ სტეიტს ლანძღავს, უნდა წავიკითხოთ იმის ნიშნად რომ მას ამერიკელებისგან გარანტიები უნდა, მათ შორის თავისი ფინანსების მისაღებად. მისთვის, ამ ეტაპზე, მარტო თავისი ფინანსების მიღება საკმარისი არ არის. სავარაუდოდ, ამ ეტაპზე, ივანიშვილი სამხრეთ კავკასიის გადაფორმატების ფარგლებში ამერიკელებთან ვაჭრობის რეჟიმშია
სამხრეთ კავკასიაში ამერიკელებს კომუნიკაცია აქვთ დაახლოებით 120-მდე სერიოზულ ბიზნეს და პოლიტიკურ პერსონასთან. ვერ დავიჯერებ, რომ ივანიშვილი ამ „ამერიკულ“ წრეებში არ არის. ივანიშვილი არასდროს ტოვებდა ისეთი მიამიტის შთაბეჭდილებას, საით მიდიოდა მსოფლიო და მით უმეტეს საქართველო, არ იცოდა, ან ვერ ხვდებოდა.
ახლა როცა აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი