მირზა გელაშვილმა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ LinkedIn-ზე წერს:
„საჯარო სამსახურში მუშაობის 10 წლის თავზე ვტოვებ ფინანსთა სამინისტროს. შემდგომ საქმიანობას საკონსულტაციო სფეროში გავაგრძელებ. კოლეგებს და პარტნიორებს-განსაკუთრებით მათ, ვისაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირადად ვერ დავემშვიდობე მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და გისურვებთ წარმატებებს! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოს მომავალი ევროპაშია!“ – წერს გელაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ