მინისტრი: თავშესაფრის მაძიებელთა გამო, ფინეთი კვლავ დახურავს რუსეთთან საზღვარს

ფინეთი კვლავ დახურავს რუსეთთან მთელ საზღვარს, საიმისოდ, რომ შეაჩეროს თავშესაფრის მაძიებელთა შედინება – აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი, მარი რანტანენი 14 დეკემბერს, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ფინეთმა დაასრულა ორი კვირის განმავლობაში მოქმედი რეჟიმი, რომლის ფარგლებშიც ორ ქვეყანას შორის ყველა გზა დახურული იყო.
ჰელსინკის განცხადებით, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ბოლოდროინდელი მატება მოსკოვის მიერ ორკესტრირებული ნაბიჯია, რომლითაც ის ფინეთს სამაგიეროს უხდის აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გადაწყვეტილებისთვის – მოსკოვი ამ ბრალდებას უარყოფს.
თავშესაფრის მაძიებელთა შედინება შეწყდა, როცა ფინეთმა ნოემბრის ბოლოს საზღვარი ჩაკეტა, თუმცა განახლდა როცა ხელახლა გაიხსნა რვა გადასასვლელიდან ორი – აცხადებს ფინეთის სასაზღვრო დაცვა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?