მინისტრის მოადგილე: გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერ გადავხედავ

განათლების მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას განცხადებით, თსუსა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ის ამ გადაწყვეტილებას ვერ გადახედავს.

“პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მე ვერ გადავხედავ ვერანაირად, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. ამ ტიპის გადაწყვეტილებებით, ზოგადად, პროფესურის ნაწილზე არ არის საუბარი, აქ საუბარია გარკვეული ტიპის ინსტიტუციურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც საჭიროებს სამთავრობო ტიპის გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, სამინისტროს წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, დღეს 17:00 სათზე, განათლების სამინისტროში დაგეგმილია მსგავსი შეხვედრა სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან.

“გუშინ გვქონდა ჩვენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან, რომელსაც ესწრებოდნენ აკადემიური საბჭოს წევრები, სენატის წევრები, რექტორი, პრორექტორები, კანცლერი, პრაქტიკულად ყველა… სადაც დაახლოებით 5 საათი გვქონდა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მიმართულებით შეიძლება წავიდეთ. დღეს მაქვს შეხვედრა 5 საათზე ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალოგიურ შემადგენლობასთან და დღესაც გვექნება მათთან კომუნიკაცია. ვფიქრობთ, რომ მალე ყველა ამ საკითხს მოვაგვარებთ”, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

 “ქართული ოცნება” თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებას გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზო კიკნაძე: ხუჭუჭთმიან ბიჭს რომ ფეხბურთელებივით ურტყეს ფეხები არაკაცებმა, ამის გამო გასამართლდა ვინმე? ეს არ არის დანაშაული და ჩვენი ჰაერში აგდებული ქაღალდი და ბოთლია დანაშაული? ამას ეძახით სამართალს?