მინესოტაში დემოკრატი აქტივისტები ბაიდენის წინააღმდეგ “გადაუწყვეტლად” ხმის მიცემისკენ მოუწოდებენ

5 მარტს, შეერთებულ შტატებში ორივე, როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო რბოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, ე.წ. “სუპერ სამშაბათი” იმართება. დღეს ორივე პარტიის ამომრჩეველი, რესპუბლიკელები 15 შტატში და დემოკრატები 14-ში, ერთად აძლევს ხმას საპრეზიდენტო კანდიდატობაზე მათ სასურველ პრეტენდენტს.
ამერიკის პრეზიდენტი, სავარაუდოდ იოლად მოახერხებს ყველა შტატში გამარჯვებას. თუმცა, აქტივისტები ბაიდენის ს მიმართ პოლიტიკას აკრიტიკებენ და ისეთ შტატში, როგორიცაა მინესოტა, მუსლიმ და პარტიის უფრო რადიკალურ მემარცხენე, “პროგრესულად” განწყობილ ამომრჩეველს მოუწოდებენ ხმა “გადაუწყვეტლად” მისცენ.
81 წლის ბაიდენი თავისი პარტიის ამომრჩევლის ნაწილში, ისრაელისადმი მტკიცე მხარდაჭერის გამო, ბრაზს იწვევს. ამომრჩევლის პროტესტის მიზეზი ის ცნობებია, რომლის მიხედვითაც, ისრაელის მიერ, ღაზაში დაწყებულმა ომმა, ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია და ამ და სხვა მიზეზების გამო, 30, 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ისრაელი ამ ომით, პასუხობს ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმას, რომელმაც 1,200 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ბაიდენი თავისი პარტიის მხრიდან უფროდაუფრო მეტი წნეხის ქვეშაა, რათა გაზარდოს ზეწოლა ისრაელზე, ცეცხლის შეწყვეტის მიზნით.
მინესოტას შტატში, “გადაუწყვეტელად” ხმის მიცემის მოწოდება მას შემდეგ გაისმა, რაც 100,000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა მსგავს პროტესტს მიჩიგანში გამართულ დემოკრატიულ პრაიმერზე.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ არ მოელიან, რომ მინესოტაში ხმების 13%-ს მოიპოვებენ, როგორც მიჩიგანში. თუმცა იმედოვნებენ, რომ მათი ეს პროტესტი ადმინისტრაციის პოლიტიკაზე, საარჩევნო რბოლის ფონზე, გავლენას მოახდენს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პაველ ჰერჩინსკის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღეებზე თავს დაესხნენ ჟურნალისტს – მას ამაზე არაფერი არ უთქვამს, ამაზრზენია რაც მოხდა და კიდევ უფრო ამაზრზენი რომ რეაგირება არ აქვს

მაკა ბოჭორიშვილი – ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა კარგი ფორმატია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ სასაუბროდ – არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ცრუ ნარატივებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება