გუშინ, 14 დეკემბერს, UFC-ის წლის ბოლო ღონისძიების ძირითად ბადეში გიგა ჭიკაძე არგენტინელ კევინ ვალეხოსთან მეორე რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა.
ბრძოლის შემდეგ არგენტინელმა ჭიკაძის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა და გიგას “ლეგენდა” უწოდა.
“გიგა ჭიკაძე ლეგენდაა. მას UFC-ში ზედიზედ შვიდი გამარჯვება ჰქონდა. ამის გარდა, ცხოვრებაშიც გამარჯვებულია. ის სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს ეხმარება.
ძალიან მინდა, რომ ჩემი ჰონორარის ნაწილი მის ორგანიზაციას გადავურიცხო. ის არის ადამიანი, რომელთან ბრძოლაც ჩემთვის დიდი პატივი გახლდათ.
გიგა, მითხარი, როგორ დაგიკავშირდე შენი საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის თანხის შესაწირად”, – განაცხადა ვალეხოსმა.
შეგახსენებთ, ჭიკაძის ანგარიშზე MMA-ში 15 მოგება და 6 მარცხია. გიგამ ბოლო 4 ბრძოლიდან 3 ბრძოლა დათმო, ბოლო 2-დან კი ორივეში დამარცხდა.
24 წლის ვალეხოსმა 18 ბრძოლიდან 17-ჯერ იმარჯვა, ერთხელ კი დამარცხდა.
[VIDEO] გიგა ჭიკაძე კევინ ვალეხოსთან ნოკაუტით დამარცხდა
“მას პირველივე რაუნდში დავაფინიშებ” – ჭიკაძემ ვალეხოსთან ბრძოლამდე პრესკონფერენცია გამართა
“დვალიშვილისთვის სწრაფად გამოჯანმრთელება არ მისურვებია” – რუსეთში ჩასულმა იანმა თავი იმართლა
გიგა ჭიკაძემ არნოლდ ალენთან დასანანი მარცხი განიცადა
“მას პირველივე რაუნდში დავაფინიშებ” – ჭიკაძემ ვალეხოსთან ბრძოლამდე პრესკონფერენცია გამართა
“არა რუსულ კანონს – ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ” – ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
გიგა ჭიკაძე ტრავმის გამო ჯოშ ემეტთან ბრძოლას ჩაეხსნა
[VIDEO] გიგა ჭიკაძე კევინ ვალეხოსთან ნოკაუტით დამარცხდა
ჭიკაძის მარცხი – მსაჯებმა გადაწყვეტილება ონამას სასარგებლოდ მიიღეს



