მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, ეს ის გადაწყვეტილებაა, რომლის საქართველომ დამსახურებულად მიიღო –

პარლამენტი თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, სრულიად საქართველოს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება მიულოცა და აღნიშნა, რომ ევროპულმა საბჭომ დაინახა, დააფასა და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოსთან დაკავშირებით:
“მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, ეს ის გადაწყვეტილებაა, რომლის საქართველომ დამსახურებულად მიიღო. მინდა, ეს განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს საჯარო მოხელეებს, ჯარისკაცებს, რომლებმაც საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობით აჩვენეს კიდევ ერთხელ, რომ არის საერთაშორისო დონეზე უსაფრთხოების გარანტორი. ასევე, მინდა, მივულოცო თითოეულ ქართველს, რომელიც თავის სფეროში აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს კიდევ უფრო კარგი. ჩვენ დღეს ვიმკით იმ შრომის შედეგებს, რომელსაც მათ შორის ბოლო წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა სტრუქტურა ეწეოდა. მიხარია, რომ ევროპულმა საბჭომ დაინახა, დააფასა და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოსთან დაკავშირებით. ასევე, მინდა მივულოცო უკრაინასა და მოლდოვას მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. საერთო ჯამში, ევროპული საბჭოს სხდომამ მოლოდინი სრულად გაამართლა. ევროკავშირი ძალიან მკაფიოდ დგას გაფართოების გზაზე, რომელსაც საქართველო საბოლოოდ შეუდგა,”- აცხადებ .

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს