მინდა, რომ კონგრესმა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც სამუდამოდ აკრძალავს სქესის შეცვლას ბავშვებში – ჩვენი გზავნილი ყველა ბავშვისთვის ამერიკაში არის ის, რომ თქვენ ხართ სრულყოფილი ზუსტად ისე, როგორც ღმერთმა შეგქმნათ

მინდა, რომ კონგრესმა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც სამუდამოდ აკრძალავს სქესის შეცვლას ბავშვებში – ჩვენი გზავნილი ყველა ბავშვისთვის ამერიკაში არის ის, რომ თქვენ ხართ სრულყოფილი ზუსტად ისე, როგორც ღმერთმა შეგქმნათ
ახლა მინდა, რომ კონგრესმა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც სამუდამოდ აკრძალავს და დანაშაულებრივ ქმედებად გამოაცხადებს სქესის შეცვლას ბავშვებში, – განაცხადა -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
„თანამდებობის დაკავებიდან მალევე, მე ხელი მოვაწერე აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც კრძალავს საჯარო სკოლებში ჩვენი შვილების ტრანსგენდერული იდეოლოგიით ინდოქტრინაციას. მე ასევე ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომ შეწყდეს დაფინანსება ნებისმიერი დაწესებულებისთვის, რომელიც ეწევა ჩვენი ახალგაზრდების სქესობრივ დასახიჩრებას.
ახლა მინდა, რომ კონგრესმა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც სამუდამოდ აკრძალავს და დანაშაულებრივ ქმედებად გამოაცხადებს სქესის შეცვლას ბავშვებში და სამუდამოდ დაასრულებს ტყუილს, რომ ნებისმიერი ბავშვი არასწორ სხეულშია ჩარჩენილი. ეს დიდი სიცრუეა და ჩვენი გზავნილი ყველა ბავშვისთვის ამერიკაში არის ის, რომ თქვენ ხართ სრულყოფილი ზუსტად ისე, როგორც ღმერთმა შეგქმნათ“, – აღნიშნა -ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს