მინდა მივულოცო თამარ ტალიაშვილს, პროფესიონალს, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი წლის გამოცდილება და ამავდროულად არის ადამიანი, რომელიც გამოირჩევა იმით, რამდენად ორიენტირებულია თავისი ქვეყნის ინტერესებზე

მინდა მივულოცო თამარ ტალიაშვილს, პროფესიონალს, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი წლის გამოცდილება და ამავდროულად არის ადამიანი, რომელიც გამოირჩევა იმით, რამდენად ორიენტირებულია თავისი ქვეყნის ინტერესებზე
„მინდა მივულოცო თამარ ტალიაშვილს. პროფესიონალს, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი წლის გამოცდილება ამ სფეროში და ამავდროულად არის ადამიანი, რომელიც გამოირჩევა რამდენად გულით უდგება თავის საქმეს და ასევე, გამოირჩევა იმით, რამდენად ორიენტირებულია თავისი ქვეყნის ინტერესებზე“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილის დანიშვნის შესახებ საუბრისას განაცხადა.
თამარ ტალიაშვილის შეფასებისას აცხადებს, რომ ის არის ადამიანი, რომელიც „საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს“.
„ჩვენ, ამ ბოლო დროს გამოწვევად გვექცა ის, რომ მთავარია თუკი ასეთი მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს ადამიანი, ის საკუთარი ქვეყნის გამოწვევებიდან გამომდინარე მოქმედებდეს და თუკი შეიძლება ვინმეზე გარანტია აიღო ერთ-ერთი მათ შორის, თამარ ტალიაშვილია, რომელიც ზუსტადაც საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს, სადაც არ უნდა იყოს“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა