მინდა მალე დადგეს მართლმსაჯულება, გავიგოთ საჯარო ლაპარაკი არის თუ არა დანაშაული – ხაბეიშვილი

დღეს, 30 დეკემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ს სასამართლო პროცესი გაიმართა.
როგორც ხაბეიშვილი ამბობს, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი საქმის განხილვა სწრაფად დასრულდეს და მოსამართლემ გადაწყვეტილება მალე მიიღოს.
ხაბეიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებებზე, რომელიც მისი საჯარო განცხადებებია, მას პრეტენზია არ აქვს, საქმის განხილვა მაინც ჭიანურდება.
მისი თქმით, ის დღევანდელ სხდომაზე ელოდა, რომ პროკურატურა მოწმის სახით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს მოიყვანდა, რომლებმაც ბრალდების მხარის მტკიცებით, ხაბეიშვილის განცხადებების გამო თავი „უხერხულად“ იგრძნეს. ხაბეიშვილის თქმით, ის მოტივირებული იყო, რომ გდდ-ს თანამშრომლებისთვის ეკითხა, როგორ იგრძნეს თავი უხერხულად.
თუმცა პროკურორის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე გდდ-ს თანამშრომლების მოყვანა შეიძლება გარკვეულ სირთულეებთან ყოფილიყო დაკავშირებული.
„მნიშვნელოვანი არის, რომ სასამართლო პროცესები ჩატარდეს სწრაფად და მართლმსაჯულება დადგეს სწრაფად. მე არაფერი არ მაქვს დასამალი. მე პრობლემა არ მაქვს მარტივი რამის გამო – ორი მხარე რომ არის, პროკურორი და ბრალდებული, პროკურორი კი არ მედავება, რომ ვინმესგან ჩუმად რამეს ვაკეთებდი და მერე ეს უნდა ვაღიარო, ჩუმად გააკეთე რამე თუ არა, დანაშაული ჩაიდინე თუ არა. ჩუმად გაკეთებაზე ეს კაცი არაფერს არ მედავება… თვენახევარი გადამიდეს სასამართლო იმიტომ, რომ თურმე უნდა დაედასტურებინათ, რომ ეთერში რომ ვიყავი, მე ვიყავი. ამის გამო მამყოფეს საკანში დამატებით თვენახევარი… ახლაც ვთხოვ სასამართლოს, რომ წინასასამართლო სხდომა მალე გავიდეს. ამის ნაცვლად, პროკურორი ამბობს, რომ კიდევ უნდა გადავდოთო. ჩემთვის მნიშვნელოვანია მალე იყოს გადაწყვეტილება მიღებული… არ მაქვს ბატონო პრობლემა მტკიცებულებების სადავოობაზე. ჩემი სატელევიზიო განცხადებები არის, ჩემი. საერთოდ, საჯარო პოლიტიკურ განცხადებებს რომ განვიხილავთ აქ, ეგ არის დიდი უბედურება. რომ გედავათ ახლა თქვენ, რომ ჩუმად რამე გააკეთე თუ არაო, მე მაშინ ვიტყოდი კის ან არას, მაგრამ არ მედავებით ჩუმად გააკეთე თუ არა. ტელევიზორში რა ვილაპარაკე, თქვენ კი არა მთელმა საქართველომ იცის, კი არ დამიმალავს. პოლიტიკურ განცხადებას რომ ვაკეთებდი, ფარულად კი არ ვაკეთებდი. თქვენც არ მედავებით იმას, რომ ვინმეს სადმე რამე ჩუმად გადავეცი. ამიტომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, სწრაფად იყოს [გადაწყვეტილება]“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ს თქმით მისთვის მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დროულად დაადგინოს, არის თუ არა პოლიტიკოსის მიერ საჯარო განცხადების გაკეთება დანაშაული.
„მე ზუსტად ვიცი, რომ მართალი ვარ და ვერ გავმტყუნდები, მაგრამ ასეც რომ იყოს, ვიღაც თქვას, რომ ასე უნდა იყოს, მალე მინდა, რომ დადგეს ეს მართლმსაჯულება. ბოლო-ბოლო გავიგოთ ყველამ, საჯარო ლაპარაკი დანაშაულია თუ არა. ჩემთვისაც საინტერესოა. თუ მეუბნებით, რომ ეს არ უნდა თქვა, ეს დანაშაულია, აგერ ვარ და პირობითად, საერთოდ შევწყვეტ საქმიანობას და მეცოდინება, რომ ამ ქვეყანაში არ შეიძლება ლაპარაკიც კი. თუ ამას აპირებთ, რომ დააკანონოთ, მე აქამდე არ ვიცოდი, რომ ლაპარაკი იყო დანაშაული. არ ვიცოდი იმიტომ, რომ 11 ივნისს დაწყებული ჩემი განცხადებების გამო სექტემბერში დამიჭირეს. ივნისი, ივლისი, აგვისტო, რას ელოდებოდით?! მოტივირებული ვიყავი, ვკითხავდი ერთი გდდ-ს თანამშრომლებმა როგორ იგრძნეს თავი უხერხულად“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს დააკავეს. ლევან ხაბეიშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: 339-ე მუხლი (ქრთამის მიცემა) და 317-ე მუხლი (საქვეყნოდ მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ).
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მას ედავება საჯარო გამოსვლების დროს -ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების [გდდ] მიმართ ქრთამის მიცემის დაპირებას. საუბარია განცხადებაზე, სადაც ხაბეიშვილმა მიმართა გდდ-ის წარმომადგენლებს და თქვა, რომ „200 ათასი დოლარი უნდა მიიღოს ყველამ ჯილდოს სახით, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას ხალხის დარბევაში“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებით, პატიმრობაში მყოფ ლევან ხაბეიშვილს 15 სექტემბრიდან პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება აქვს შეზღუდული.
სუს-ის გამომძიებელი აცხადებს, რომ მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, ლევან ხაბეიშვილს ზემოაღნიშნული უფლებებით სარგებლობა შეეზღუდოს.