,,მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, მოერიდოს შეკვეთილ საკვებს, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს ნოვიჩოკი ან მძიმე მეტალები“ – სააკაშვილი

სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:
,,2022-ში მას შემდეგ რაც ჟენევაში მიიღეს სარწმუნო ინფორმაცია ჩემი მოწამვლის შესახებ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, სახელგანთქმულმა დოქტორ ტედრისმა დაურეკა მაშინ პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილს და უთხრა, რომ ის იმავე დღეს გამოაგზავნიდა თვითმფრინავს ჩემი სამედიცინო ევაკუაციისთვის.
ღარიბაშვილმა მიუგო, რომ მე მსახიობი ვიყავი (ე.ი. მოვახდინე სიცხის, სისუსტის, კრუნჩხვების, სხეულზე წითელი ლაქების, თმების სასტიკი დაცვენის იმიტაცია) სინამდვილეში სრულიად ჯანმრთელი ვიყავი და არსად არ გამიშვებდნენ.
ხოდა ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს შეკვეთილ საკვებს, ხინკალს, ხაშლამას, სუპებს და ბევრ სხვა პროდუქტს, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს ნოვიჩოკი ან მძიმე მეტალები.
მის პატრონს უყვარს ეკატერინე მედიჩივით (ხვედელიძეზე არაა საუბარი, არამედ საფრანგეთის მომწამლავ დედოფალზე) სხვადასხვა ნივთიერებებით ექსპერიმენტირება.
ასევე არ გაიმეოროს ეროსი კიწმარიშვილის და გლდანის ციხის უფროსის შეცდომები და დახურულ ნაგებობაში შესვლისას ყოველთვის დააკვირდეს შეტრიალებულია თუ არა სათვალთვალო კამერა. ვინ ვინ და ჰაკიმ ფაშა ზუსტად იცნობს მამამარჩენალის ამ დან გამოყოლილ მეთოდებს.“

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – კერძო სკოლებს შეეძლებათ შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, რაც შეეხებათ საჯარო სკოლებს, თუ ვინმეს ექნება სურვილი, გაიაროს მე-12 კლასი, რომ განაგრძოს სწავლა საზღვარგარეთ, ამისთვის სპეცკლასები შეიქმნება

ირაკლი კობახიძე – თბილისიდან რომელიმე ფაკულტეტის გადატანა არ არის გათვალისწინებული, თბილისმა უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, ქუთაისმაც უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, რეგიონული უნივერსიტეტები კი უნდა იყოს მეტად პროფილური

შალვა კერესელიძე – მაღაროში დასაქმებული მუშები უკვე ერთი წელია ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვენ – რა გააკეთეთ იმისთვის, რომ უმუშევრად დარჩენილი 2000 მოქალაქის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვლილიყო?